რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · ოფიციალური მონაცემები

სსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლა

იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, სოფელი ტაბაკინი

რეესტრის კოდი#935
მოსწავლე57
მასწავლებელი18
შენობა2
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მაია ჭუმბურიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
პირველკლასელთა მიღება

ადგილების ინფორმაცია

მონაცემი 13 ნოემბერი, 2026-ის მდგომარეობით. რეგისტრაციის პერიოდში ადგილები სწრაფად იცვლება.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტაბაკინი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
22
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
ახლოს მდებარე

სხვა სკოლები ამ მუნიციპალიტეტში

ზესტაფონის ყველა სკოლა
სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია: ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებით აღვზარდოთ 21-ე საუკუნის კომპეტენციებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. ხედვა: სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებით და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. ღირებულებები: თანამშრომლობა; გუნდურობა; გამჭირვალობა; დემოკრატია;

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ტაბაკინი სტრუქტურა.pdf15/07/2026 10:42:36 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლის სტრატეგიული შვიდწლიანი გეგმა სკოლის შესაძლებლობებისა და საქმიანი გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), დეკლარირებული მისიისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების ფარგლებში სკოლას დაგეგმილი აქვს 2024-2031 წლებში იმუშაოს ოთხი სტრატეგიული მიმართულებით: 1. თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისი სასწავლო - სააღმზრდელო პროცესის განვითარება 2. თანამშრომლეთა კვალიფიკაციის ამაღლება და კონკურენტული სამუშაო გარემოს შექმნა 3. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ოპტიმიზაცია და განვითარება 4. სკოლის ორგანიზაციული განვითარება და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება. I სტრატეგიული მიმართულება - თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისი სასწავლო - სააღმზრდელო პროცესის განვითარება სტრატეგიული მიზანი (1) - სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა ხდება განვლილი წლის ანალიზის საფუძველზე და განახლდება არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ამოცანა 1.1 • სასკოლო სასწავლო გეგმა გაითვალისწინებს სამივე საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს შესაძლებლობებს და შეიძენენ ესგ-დან გამომდინარე სრულფასოვან ცოდნას. ამოცანა 1.2. • შეფასების სისტემა შესაბამისობაშია ესგ-სთან, კრიტერიუმები გამჭვირვალე და ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის. შეფასების შედეგები გამოიყენება აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. ამოცანა 1.3 • სსგ - ს შემუშავებისა და შეფასების პროცესში გამოყენებულია სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობა . ამოცანა 1.4 • სკოლა საჭიროების შემთხვევაში განაახლებს შინაგანაწესს, საქმიანობის დაგეგმვის და წარმართვის პროცედურისათვის საჭირო დოკუმენტებს. სტრატეგიული მიზანი(2) - სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება. ამოცანა 2.1 • უზრუნველყოფილია სწავლა-სწავლების პროცესში მულტიმედიური ტექნოლოგიების და სხვა თანამედროვე რესურსების ფართოდ გამოყენება. ამოცანა 2.2 • ხელშეწყობილია მოსწავლეთა განვითარების საჭიროებების გათვალიწინება და საჭირო საკონსულტაციო დახმარებით უზრუნველყოფა. ამოცანა 2.3 • წახალისებულია სკოლის საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელების და მოსწავლეთა მიღწევების ხელშეწყობა, მათთვის თვითრეალიზების საშუალების მიცემა. ამოცანა 2.4 სკოლა ხელს უწყობს სხვადასხვა ტიპის არაფორმალური განათლების ხელშემწყობი კლუბების ჩამოყალიბებასა და აქტიურად ფუნქციონირებას. II სტრატეგიული მიმართულება - თანამშრომლეთა კვალიფიკაციის ამაღლება და კონკურენტული სამუშაო გარემოს შექმნა სტრატეგიული მიზანი(1) - კვალიფიკაციური კადრები ამოცანა2.1.1 • კეთილგანწყობის, გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობითი კულტურის ხელშეწყობა. სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენაზე ზრუნვა. ამოცანა 2.1.2 • მასწავლებელთა პროფესიონალური განვითარებისათვის საჭიროებების დადგენა. მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. ამოცანა 2.1.3 • სკოლის თანამშრომლების თანამდებობრივი ინსტრუქციების გადახედვა. მათი საქმიანობის მონიტორინგისას, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, რეკომენდაციების მომზადება და გაზიარება. ამოცანა 2.1.4 •კონფერენციებებში,პროექტებში,კონკურსებში და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მასწავლებელთა ჩართულობის ხელშეწყობა,მასწავლებლებს შორის გამოცდილებების გაზიარება. სტრატეგიული მიზანი(2 ) - არაფორმალური განათლების განვითარება ამოცანა 2.2.1 • სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება. ამოცანა 2.2.2 • გასვლითი გაკვეთილების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების მოწყობა. IIIსტრატეგიული მიმართულება - სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება და მატერიალურ ტექნიკური ბაზის სრულყოფა. ამოცანა 3.1.1 •ტექნოლოგიური ბაზის განახლება-გაუმჯობესება. ამოცანა 3.1.2 • სამეციდინო კაბინეტის პირველადი დახმარების მედიკამენტებით პერიოდულად შევსება. ამოცანა 3.1.3 • სასწავლო რესურსების და ბიბლიოთეკის შევსება ლიტერატურით. ამოცანა 3.1.4 • სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება საჭირობის შემთხვევაში. ამოცანა 3.5 • შენობისა და ეზოს პერიოდულად კეთილმოწყობა განახლება საჭიროების შესაბამისი. ამოცანა 3.6 • საკლასო ოთახების თვალსაჩინოებით და სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვა, საგანმანათლებლო რესურსების მოძიება-შექმნა. ამოცანა 3.7 • კვების ობიექტის მოწყობა. ამოცანა 3.8 • STEM ლაბორატორიის აღჭურვა ინვენტარით. ამოცანა 3.9 • ისტ - ის ლაბორატორიის განახლება. IVსტრატეგიული მიმართულება - სკოლის ორგანიზაციული განვითარება და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება. სტრატეგიული მიზანი (1) - სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის საფუძველზე ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება/ განვითარება. • სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა მისი მონიტორინგისა და განახლების მექნიზმის შემუშავება. ამოცანა 4.1.1 • შიდა და გარე შეფასების გამოყენება სასკოლო გარემოს საგანმანათლებლო პროგრამების და სწავლების შედეგების მიღწევების გასაუმჯობესებლად.

წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.docx15/07/2026 09:11:46 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესები მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა, საზოგადოების ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. 2024-25 სასწავლო წლიდან, სკოლაში ფუნქციონირებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება: მკითხველთა კლუბი; მეწარმეობის კლუბი

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმებიტექსტური ინფორმაცია

მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

ინფრასტრუქტურა—
ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

წარმოგიდგენთ სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლის, 2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრისა და მიმდინარე სემესტრის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. სამეურვეო საბჭოს მიერ 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2024 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 1597 ლარს. 2024 წლის დასაწყისში, 2024 წლის ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 377904 ლარით. ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად ბიუჯეტმა შეადგინა 466953 ლარი. 2024 წლის სკოლის ბიუჯეტი შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად. სკოლის 2024 წლის 01 იანვრიდან 01 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 420559 ლარი, საიდანაც 129175 ლარი შეადგენს სკოლაში რიცხულ მოსწავლეებზე გათვლილ ვაუჩერულ დაფინანსებას, 251534 ლარი - დანამატს სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის, 15400ლარი - სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სწავლების დაფინანსების, 16949ლარი - სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების პედაგოგისათვის სერტიფიცირების დანამატი. ხოლო 1243 ლარი მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის დანამატი. 5553 ლარი - ექთნის დაფინანსება. 702 ლარი - საპენსიო სააგენტოდან დაბრუნებული თანხა. სკოლის 2024 წლის ბიუჯეტის ნაწილი მოხმარდა შრომის ანაზღაურებასა: ხელფასები შტატით თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები სულ 365470 ლარი, შტატგარეშე მუშაკების ხელფასი 15188 ლარი. საპენსიო ფონდი 4820 ლარი. ნაშთი 23346 ლარი. 2024 წლის ბიუჯეტში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება, კერძოდ 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა ახალი სახელფასო პოლიტიკა. შესაბამისად, შეიცვალა ბიუჯეტის შემოსავლისა და ხარჯვითი ნაწილი. საჭიროებებიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში სკოლამ შეისყიდა სხვადასხვა მომსახურება, მათ შორის ელექტრო ენერგიის 1179 ლარი, ჯეოსელი 110 ლარი, საკანცელარიო ნივთები 3611 ლარი, სანიტარული საგნები 2404 ლარი, ეტალონი 212 ლარი, ცეცხლ-მაქრების დატუმბვა 210 ლარი, შეშა 2625 ლარი. ბანკის მომსახურეობა 140 ლარი, დიზელის საწვავი 242 ლარი, შეშის ღუმელები 369 ლარი, ელექტრონული შტამპი 325 ლარი, დეზინფექცია 300 ლარი, სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად პასუხობდა სკოლის მოთხოვნილებებს. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად.