ზესტაფონი, ნიკოლაძის ქ. № 8
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 40
- თავისუფალი ადგილი
- 22
- სსსმ ლიმიტი
- 4
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 4
იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, ნიკოლაძის ქ. № 8
მონაცემი 13 ნოემბერი, 2026-ის მდგომარეობით. რეგისტრაციის პერიოდში ადგილები სწრაფად იცვლება.
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ ქალაქ ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის მისიაა ქვეყნის ინტერესებიდან, ტრადიციებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე აღზარდოს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის პრინციპებზე დაფუძნებული აზროვნების მოსწავლე–ახალგაზრდობა. ინოვაციური, თანამშრომლობითი, უწყვეტი, განათლების სფეროში მოქმედი კანონების დაცვით, წარმატებულად ორგანიზებული სასწავლო პროცესითა და მაღალხარისხიანი განათლების მიწოდებით, გარე და შიდა ფაქტორების სისტემური ანალიზით სკოლა კონცენტრირებულია დააკმაყოფილოს სასკოლო თემის ინდივიდუალური საჭიროებები. ხედვა სკოლა 2031 წლისათვის იქნება მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მოსწავლეებს მოამზადებს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისათვის, მდგრადი განათლების მიზნების გაცნობიერებასა და რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების შერჩევის მქონე მოქალაქეებად, საუკეთესო ქართული და საერთაშორისო ტრადიციების სინთეზის საფუძველზე . ღირებულებები- • სამართლიანობა/ ობიექტურობა • გუნდურობა/თანამშრომლობა • ზრუნვა/ღიაობა • მაღალი პროფესიონალიზმი/უწყვეტობა • სიახლეების მიმღებლობა/ინოვაციურობა
სკოლა წარმოადგენს სასკოლო საზოგადოებისათვის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ სოციო-კულტურულ სივრცეს. სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო, ადმინისტრაცია, ყოველწლიურად ახალი დისციპლინური კომიტეტი და საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო კომიტეტია. მოსწავლეთა თვითმმართველობა. მათი უფლება-მოვალეობები გაწერილია სკოლის შინაგანაწესში. სკოლის ინფრასტრუქტურა და შესაბამისი პერსონალი უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, გვყავს მანდატური, სართულებზე დამონტაჟებულია კამერები, შენობა ნაწილობრივ ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეთათვის (საპირფარეშო). სკოლას ჰყავს ექიმი.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის 2024-2031 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის მიზანია, განსაზღვროს ის სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლებითაც სკოლა იხელმძღვანელებს მომავალი 7 წლის განმავლობაში - 2023-2024 სასწავლო წლიდან. სტარტეგიული გეგმის საშუალებით სკოლა დაინტერესებულ მხარეებს გააცნობს სკოლის მისიას, მიზნებს, ამოცანებს და იმ საშუალებებს, მეთოდებს, გზებს, რომლებიც გამოყენებული იქნება მათ განსახორციელებლად. სკოლის სტრატეგიული გეგმა მომზადდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შეფასება-ანალიზზე დაყრდნობითა და საქართველოს კონსტიტუციის, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის გათვალისწინებით და შეთანხმდა სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან, მშობლებთან და სასკოლო თემთან. დოკუმენტი ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლობას, მათ ეფექტურ და შედეგიან მუშაობას, რაც განაპირობებს , რომ სკოლამ დადგენილ ვადებში მიაღწიოს სტრატეგიულ მიზნებს და შეფასდეს სკოლის საქმიანობა. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა იგეგმება პერიოდულად
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის 2025-2026 წლების სკოლის ერთწლიანი გეგმა მომზადდა და შეთანხმდა სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან, მშობლებთან და სასკოლო თემთან. დოკუმენტი ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლობას, მათ ეფექტურ და შედეგიან მუშაობას.
სსიპ ქალაქ ზესტაფონის N3 საჯარო სკოლას აქვს შემუშავებული შინაგანაწესი,რომელიც შეთანხმებული და გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებასთან,დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.რომლის დაცვისა და აღსრულების უზრუნველყოფა ევალება მთლიანად სასკოლო საზოგადოებას. სკოლას ასევე შემუშავებული აქვს მოსწავლის ჩარიცხვის,საფეხურის დაძლევის,მობილობის, სტატუსის ცვლილების,გასაჩივრების, მოსწავლის ადაპტაციის,პერსონალური მონაცემების დაცვის,ვერიფიკაციის,კონსულტირების გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის მექანიზმები. სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში.მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში.
სსიპ ქალაქ ზესტაფონის N3 საჯარო სკოლას შემუშავებული და დამტკიცებული აქვს მოსწავლის პერსონალის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვის მექანიზმი.ასევე განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი.
სკოლას აქვს ერთი კორპუსი, რომელიც შედგება სამი ფლიგელსაგან , ერთი აგებული 1940 წელს და ორი 1978 წელს, სკოლა უახლოეს მომავალში ელოდება სრულ რეაბილიტაციას. სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისად სკოლის ფართი აკმაყოფილებს მოთხოვნას. სკოლის შენობაში არის საკლასო ოთახები, რომლებშიდაც არის მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხები, დაფა, კარადა და სხვა რესურსები. გვაქვს ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, კომპიუტერული ლაბორატორია, სინტერნეტპროავაიდერის უწყვეტი მომსახურება, სააქტო დარბაზი, სპორტდარბაზი. გვაქვს რუკები, გლობუსები, პლაკატები და სსგ-ით გათვალისწინებული ყველა რესურსი. სკოლას აქვს ელენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა. გათბობის სისტემა. სველი წერტილები. ინკლუზიური გარემოა შექმნილი. სკოლას აქვს კვებისათვის განკუთვნილი სივრცე. სკოლის ეზოში მოწყობილია რეკრეაციული ზონები.
სსიპ ქალაქ ზესტაფონის N3 საჯარო სკოლას ყოველი წლის 10 დეკემბრისათვის სამეურვეო საბჭოსთან წარდგენილი აქვს დირექტორის მიერ შემუშავებული და განვითარების გეგმაზე მორგებული მომდევნო წლის ბიუჯეტი, რომელის კორექტირება კიდევ ერთხელ ხდება ახალი ფინანასური წლის დადგომიდან ერთ თვეში და საჭიროების შემთხვევაში .
შეინახე სასარგებლო პროფილი ან გაუგზავნე ადამიანს, ვისაც გამოადგება.
შესწორების მოთხოვნა პირდაპირ ადმინის პანელში მოხვდება და დამუშავების სტატუსს მიიღებს.
მშობლების შეფასებები