ქუთაისი, ბუხაიძის II მიკრ. № 1/ა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 75
- Available places
- 65
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 8
იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, ბუხაიძის II მიკ/რ. №1/ა
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია ხელი შეუწყოს მოსწავლის მრავალმხრივი უნარების გამოვლენასა და განვითარებას, რათა ის ჩამოყალიბდეს განათლებულ , კრიტიკულად მოაზროვნე ეროვნული ფასეულობების დამცველ მოქალაქედ, ზრუნავდეს განვითარებაზე , ახდენდეს თვითრეალიზებას და ქმნიდეს უკეთეს მომავალს. სკოლის ხედვა 2030 წლისათვის სკოლა იქნება : მოთხოვნადი ეყოლება მაღალკვალიფიციური პედაგოგები გაიზრდება მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 40% სკოლას ექნება სრულად რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის სწავლის ხარისხის ამაღლებას. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სტრატეგიული მიმართულებები: სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), მისიითა და ხედვით განსაზღვრული მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების განხორციელებისათვის სსიპ ქალაქ ქუთაისის N35 საჯარო სკოლას დაგეგმილი აქვს 2023-2030 წლებში იმუშაოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით: სკოლის ადმინისტრაციული საქმიანობის გაუმჯობესება, ცნობადობის გაზრდა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციის მოწესრიგება. პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და გუნდური მუშაობა. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და აღჭურვა. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო სასწავლო გარემოს შექმნა. სასკოლო საზოგადოებისა და სასწავლო აღმზრდელობით პროცესში მშობელთა ჩართულობა სწავლა სწავლების ხარისხის ამაღლება , ინოვაციური მეთოდების დანერგვა, მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება
Save this useful profile or send it to someone who may need it.
Your correction request goes directly to the admin panel for review.
Parent comments