ქუთაისი, განათლების ქ. #64
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 100
- Available places
- 87
- SEN capacity
- 10
- Available SEN places
- 10
იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, განათლების №64
As of November 13, 2026. Places change quickly during registration.
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისიაა: შექმნას ისეთი უსაფრთხო სასწავლო-აღმზრდელობითი გარემო, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის ეროვნული ინტერესების, შესაძლებლობების განვითარებაზე, თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნისა და ცნობიერების მიცემაზე, სიახლის მაძიებელ განათლებულ პიროვნებებად აღზრდაზე, კულტურულ ფასეულობათა და ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბებაზე, ზნეობრივად, სულიერად, ფიზიკურად ჯანსაღი, ღირსეული, ტრადიციების დამცველი მოზარდის ფორმირებასა და მისთვის სწორი გზის არჩევასა და პროფესიულ ორიენტაციაში დახმარებაზე, განახორციელოს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამები, რომლის განხორციელებით სკოლა ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტის/მსმენელის უწყვეტ პროფესიულ განათლებას, რათა მომავალში შეძლოს თავისი წვლილი შეიტანოს ერთიანი საქართველოს განვითარებაში. 2030 წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზღვრული რაოდენობა მიაღწევს სკოლაზე გათვლილ მოსწავლეთა რაოდენობას; სკოლა გახდება პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამების დამნერგავი; შენარჩუნებული იქნება მსოფლიო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადებში წარმატებული მონაწილეობის ტრადიცია. ამ მიზნით სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: ა) სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლა-სწავლების პარალელურად არაფორმალური სწავლების მეთოდების ამუშავება; ბ} მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების შესაძლებლობების, ნიჭისა და ინტერესების რეალიზება, ძლიერი მხარეების აღმოჩენა და განვითარება, სკოლაში შექმნილი შესაბამისი ინკლუზიური, ინდივიდუალური მიდგომების კიდევ უფრო მეტად დახვეწა; გ) სკოლის ბაზაზე პროფესიული პროგრამების განხორციელება, უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე თექის სწავლებასთან ერთად უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის ამოქმედებით გადამზადების სხვადასხვა პროფესიული კურსის გავლა; დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერების მიზნით, სპორტული აქტივობების გააქტიურება; ე) სკოლის ყველა საფეხურებზე განათლების მაღალი ხარისხის სასკოლო კურიკულუმების შეთავაზება; ვ) მოსწავლისათვის/პროფესიული სტუდენტებისთვის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც თითოეულ მათგანს მისცემს საშუალებას უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად; ზ) თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, მოსწავლის თავისუფალ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა; თ) საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღება სკოლის მისიისა და ხედვიდან გამომდინარე სკოლის ღირებულებებია: ➢ სიახლეების მიმართ ღიაობა ➢ სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა ➢ სამართლიანობა ➢ გუნდურობა ➢ ერთგულება ➢ გამჭვირვალობა სიახლეების მიმართ ღიაობა: სკოლა იღებს სიახლეებს, ინოვაციებს, მზადაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულადაა განხილული სიახლეები, წინადადებები, განსხვავებული პოზიციები, ორიენტირება მიდის პრობლემების გადაჭრის გზებზე. სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა: სკოლაში სხვისი აზრი და შრომა დაფასებულია, სამართლიანობა: სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მიღებულია სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. გუნდურობა: სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ერთგულება: სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი აცნობიერებს ჩვენი სკოლის წარსულს, მნიშვნელობას და პრესტიჟს თემში და რჩება სკოლის ერთგული და მისი ინტერესების გამტარებელი. გამჭვირვალობა: სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესი გამჭვირვალეა და ტოვებს სამართლიანობის განცდას. სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით მნიშვნელოვანია: ➢ პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; ➢ პატიოსნება და კეთილსინდისიერება; ➢ სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; ➢ საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება; ➢ საერთო საქმის კეთება და სკოლის ერთგულება; ➢ ინოვაციური მიდგომების დანერგვა და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; ➢ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე ზრუნვა; ➢ ინიციატივის დაფასება და ზრუნვა მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; ➢ მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; ➢ გუნდურად მუშაობა და კოლეგიალობის დაცვა; ➢ შედეგზე ორიენტირებულობა
სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში განხორციელდა ხვადასხვა სახის აქტივობა: შემუშავდა კურიკულუმის დანერგვის მეთოდოლოგია, საბოლოო სახე მიეცა სკოლის მისიას, ხედვას, ჩამოყალიბდა ღირებულებები. ასევე საგნობრივ კათედრებზე შემუშავდა კურიკულუმები, რომელთა მიხედვითაც შეიქმნა სასკოლო სასწავლო გეგმა და შემდგომ დაინერგა პრაქტიკაში. 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში საგნობრივ კათედრებზე გაიწერა და განხორციელდა სასწავლო ღონისძიებები. მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა კონკურსებში, ღონისძიებებში, საერთაშორისო დღეების აღნიშვნებში და ა.შ. აღსანიშნავია პროექტი ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა; საჭადრაკო ტურნირები; დისკუსიები თემაზე - ქართულ ენასა და ლიეტარტურაში - ,,ადამიანური თანაგანცდის სილამაზე’’; სასწავლო პროექტი: ,,მოდერნისტული მსოფლმხედველობა დასავლურ ლიტერატურაში და მისი კვალი ქართულ, მხატვრულ-შემოქმედებით აზროვნებაზე’’; სასკოლო პროექტი: "მოვუაროთ გარემოს" სასწავლო პროექტი: ,,ჩემი სკოლის მატიანე’’; საერთაშორისო პროექტი - სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სკოლის 2 გუნდი ფრენბურთში (გოგონები და ვაჟები) საქართველოს სახელით მონაწილეობას იღებდა მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატში ჩინეთში, ქალაქ შალგლუოში. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ მათემატიკის ,,კონგსისა" და "ევერესტის“ ოლიმპიადებზე; მოსწავლეები ზრუნავენ ქვეყნის ეკოლოგიაზე, გეგმავენ აქტივობებს. აერთიანებენ საერთო პრობლემის გადასაჭრელად უნივერსიტეტებს, სკოლებს, თემს; განახორციელეს ინტეგრირებული სასკოლო პროექტი, შემაჯამებელი კონფერენციით: ,,ენა ქართველთა, სიმბოლო ყოვლისა საქართველოისა." ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში მოეწყო „მხიარული სტარტები“; ფრენბურთისა და ფეხბურთის რუტნირები. ასევე მოეწყო მათემატიკური ვიქტორინა. კლასების მიხედვით შეიქმნა სადამრიგებლო პროგრამები, განხორციელდა მასში გაწერილი აქტივობები: პროფესიულ სასწავლებლებში მოეწყო მიზნობრივი ექსკურსიები მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშესაწყობად; ასევე ექსკურსიები მოეწყო მუზეუმებსა თუ ისტორიულად საინტერესო ადგილებში; სკოლაში მოწვეული იყო საპატიო სტუმრები; მოსწავლეებს ჩაუტარდათ ვორქ-შოპები, საუბრები, განხილვები და სხვ.; სადამრიგებლო პროგრამების განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა მანდატურებიც. ჩატარდა პრევენციული სახის ორი ტრენინგ-მოდული (სარისკო ქცევები, ცხოვრებისეული უნარების განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სხვ.). პროგრამებში გასათვალისწინებელია პრევენციული სახის ტრენინგ-მოდულების ჩატარება (ყველა კლასში, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში), რომლიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების პიროვნულ განვითარებას. კურიკულუმის შემუშავებისას მასწავლებლებმა უნდა გაითვალისიწინონ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები, სწავლის სტილი. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებას პრაქტიკაში, ასევე კავშირების დამყარებას სხვადასხვა დისციპლინას შორის, სამომავლოდ უნდა განვავითაროთ ტრანსფერული უნარები და ა.შ. მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს ჰოლისტიკური სწავლების დანერგვას, მოსწავლეებში თვითრეფლექსისა და თვითშეფასების უნარების განვითარებას. ამ შედეგების მისაღწევად საჭიროა უფრო მეტი სიხშირით მოსწავლეების ჩართვა შიდა თუ გარე სასკოლო კონკურსებში, ოლიმპიადებში, კონფერენციებში და სხვა. ამ მიზნით საგნობრივი კათედრებზე, კონკრეტული მასწავლებლების მიერ შემუშავდეს პროგრამები, რომლებიც მოამზადებს მოსწავლეებს ზემოთ აღნიშნული აქტივობებისთვის. სასწავლო პროცესის მონიტორინგის მიზნით სკოლაში შეიქმნა კურიკულუმის დანერგვის ჯგუფი, რომელიც ახორციელებს სასკოლო საზოგადოების გამოკითხვას/შედეგების ანალიზს, რეკომენდაციების შემუშავებას. მათი საქმიანობა ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის შესაბამისად. სკოლაში ჩატარდა სადიაგნოსტიკო წერები. მათგან მიღებული შედეგები კი მასწავლებლებმა განიხილეს საგნობრივ კათედრებზე და შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები. სკოლის პედაგოგები პერიოდულად ესწრებიან როგორც მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრისა თუ სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტრენინგებს. რეკომენდაცია: ✓ ჯგუფის შექმნა, რომელიც სკოლაში არსებულ გამოცდილებას მისცემს ისეთ მიმართულებას, რათა აღნიშნული სასწავლო პროექტები იქცეს სასკოლო პროექტებად; ✓ სასკოლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში საგნობრივი კათედრების ჩართვა; კლასის დამრიგებლებისა და სოციალური მუშაკის თანამშრომლობის გაძლიერება; სადამრიგებლო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების გამრავალფეროვნება; ✓ პროცესების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის გადახედვა/ცვლილებების შეტანა/პრაქტიკაში დანერგვა; ✓ მონიტორინგის ჯგუფების საქმიანობების გაუმჯობესება; ✓ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების გაუმჯობესება; ✓ კოლეგიალური ორგანოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების სრულყოფა. ✓ მოსწავლეთა თვითმართველობის საქმიანობები/აქტივობები საჭიროებს გამრავალფეროვნება. შემუშავდა სასკოლო სასწავლო გეგმა/სასკოლო კურიკულუმები და შეთანხმდა, განიხილა- დამტკიცდა სტრუქტურულ ერთეულებთან. ასევე განხორციელდა სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება/ცვლილების შეტანა. გადაიხედა მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებები და საჭიროებიდან გამომდინარე გაფორმდა შეთანხმებები. ყველა კლასში გაფორმდა მოსწავლეთა მშობლებთან მომსახურების და წიგნების გადაცემაზე ხელშეკრულებები. შემუშავდა და დამტკიცდა სკოლის 2026 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმა.
სკოლა სსსმ მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო სერვისებს. სკოლაში ფიზიკური გარემო ადაპტირებულია და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწდომია გარემო, სრულყოფილადაა დაკმაყოფილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებები, რისთვისაც სკოლაში არსებობს: შიდა და გარე პანდუსები; ლიფტი; პირველ სართულზე განთავსებული რესურსოთახი; რესურსები: სახელმძღვანელოები, თვალსაჩინოებები და ა. შ. ადაპტირებული სველი წერტილები; ექიმის კაბინეტი; ბიბლიოთეკა; საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები; სპორტული დარბაზი; სპორტული მოედანი; საკონფერენციო დარბაზი; თექის სახელოსნო; მოსასვენებელი სივრცე. სკოლაში მოსწავლე იღებს საგნის მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ექიმისა და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე სკოლაში მოსწავლისთვის ხდება საგნობრივი მასალის ადაპტირება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება. მოსწავლის წარმატებულ ინკლუზიას სასკოლო სისტემაში უ7ზრუნველყოფს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდი, რომელიც სედგება მშობლისა და სკოლის სპეციალისტისაგან. 1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის სსსმ მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია. 2. სკოლაში შექმნილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად ითვალისწინებს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომელიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. 3. სკოლაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს სამი კვირისა (იმ მოსწავლეების შემთხვევაში, რომელთა ინდივიდუალური საჭიროებები უკვე იდენტიფიცირებულია) ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. 4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად. 5. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურადაა განსაზღვრული: ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში; ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი უთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში; გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა; დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი: მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებელი, ასევე, მეცადინეობა შესაძლებელია განხორციელდეს ფსიქოლოგის ჩართულობით და სხვ; ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა სსიპ - ნესტორ გოქაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას; გაზარდოს სამოქალაქო აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა; ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას; მისცეს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალება; აამაღლოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში; ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. სსიპ - ნესტორ გოქაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში: ა) მოსწავლეთა თვითმმართველობა თანამშრომლობს დირექციასთან და სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ათანხმებს მასთან; ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობა იცავს მოსწავლეთა ინტერესებს და მათ უფლებებს, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს სკოლის დირექციასთან შუამდგომლობს; გ) მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას; დ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ე) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ვ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მონაწოლეობს სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაში; ზ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეთა საკითხებს; თ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს გამორჩეული მოსწავლეების აღიარებისა და წახალისების საკითხებს; ი) მოსწავლეთა თვითმმართველობა გეგმავს გამოფენებს დერეფნებსა და საკლასო ოთახებში, კედლის გაზეთის გამოცემებს და სხვ. კ) მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ერთ-ერთი ხელისშეწყობი მექანიზმია მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის გასავითარებლად. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი პროცედურები: 1. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით სკოლის მოსწავლეთა თვითმმართეველობის თავმჯდომარე განცხადებას წერს სკოლის დირექტორის სახელზე; 2. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართეველობის თავმჯდომარეს განცხადება შეაქვს სკოლის კანცელარიაში; 3. სკოლის საქმისმწარმოებელი eflow-ს საშუალებით ტვირთავს განცხადებას; 4. სკოლა განიხილავს მოსწავლეთა მიერ მიწოდებულ ინიციატივას; 5. ინიციატივის მხარდასაჭერად იღებს სესაბამის ზომებს.
სკოლაში საჩივრის/განცხადების განხილვის პრინციპები სკოლაში წარდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე.
სკოლა სრულად რეაბილიტირებულია, ინფრასტრუქტურა გამართულია. სკოლაში არის საკლასო ოთახები და ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციის, საქმისმწარმოებლის, ბუღალტრის, დირექტორის, ექიმის, ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო სივრცე ლაბორატორიისთვის, სპორტული დარბაზი, გასახდელები, სპორტული მოედანი. საპირფარეშოები ოთხივე სართულზეა (მათ შორის ადაპტირებული საპირფარეშოებიც). მოწყობილია პანდუსი და ლიფტი. სკოლაში გაზზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემაა. სკოლის წყლით მომარაგება ხდება ცენტარლური მაგისტრალიდან. სასკოლო ავეჯი განახლებულია. ფუნქციონირებს საკონფერენციო და სააქტო დარბაზები. სკოლა აღჭურვილია 28 ერთეული ვიდეოსათვალთავლო კამერით და სახანძრო უსაფრთხოების სისტემით. სკოლაში ფუნქციონირებს სასადილო.
სსიპ - ნესტორ გოქაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის 2023 წლის 6 თვის პროექტი 2023 წლის ივლისისთვის ნაშთი შეადგენს 1690,02 ლარს სულ 6 თვის შემოსავალი -241820,54 ლარი საბიუჯეტო შემოსავალი-239260,54 ლარი მათ შორის : ვაუჩერული დაფინანსება-93241,56 ლარი დამატებითი დაფინანსება-2731,78 ლარი სერთიფიცირებული მასწავლებლების დანამატი-131100,60 სპეც მასწავლებლების დანამატი-3947,40 ლარი სსმ მოსწავლის დაფინასება-4200 ლარი ექიმის შრომის ანაზღაურებისათვის დაფინანსება-4039,20 ლარი ეკონომიკური შემოსავალი-2560 ლარი ხარჯები: -243510,56 ლარი შრომის ანაზღაურება-228801,42 ლარი მათ შორის: პედაგოგების შრომის ანაზღაურება-70111,38 ლარი სერთიფიცირების დანამატი-134330,04 ლარი ადმინისტრაცია დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება-14910 ლარი შტატგარეშეების შრომის ანაზღაურება-8250ლარი წრის მასწავლებლის ხელფასი-1200 ოფისის ხარჯი-14709,14 ლარი კომუნალური გადასახადი-9504 ლარი ტერიტორიის დასუფთავება-127,14 ლარი შენობა ნაგებობის დაცვის ხარჯი-1200 ლარი საპენსიო გადასახადი 2%-990 ლარი სარეცხი საწმენდი საშუალებები-700ლარი ოფისისათვის საჭირო საგნები და მასალები-600 ლარი საკანცელარიო საქონელი-630 ლარი საფოსტო საკურიერო-30 ლარი საბანკო მომსახურება-28 ლარი სხვა ხარჯი-900 ლარი
Save this useful profile or send it to someone who may need it.
Your correction request goes directly to the admin panel for review.
Parent reviews