Back to register
Public school · Official data

სსიპ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა

აჭარა · ქედა · ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძენწმანი, 1- ლი ქუჩა N14; ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძენწმანი, მე-4 ქუჩა N8; ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ცხემნა, 1- ლი ქუჩა N1; ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი კორომხეთი, მე-2 ქუჩა N1

Register ID#372
Students35
Teachers22
Buildings4
School profile

General information

Principal
ცირა აბულაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
23/10/2023
Authorization end
23/10/2032
First grade admission

Capacity information

As of November 13, 2026. Places change quickly during registration.

ქედა, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხემნა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
3
Available places
1
SEN capacity
1
Available SEN places
1

ქედა, ქედის მუნიციპალაიტეტი სოფელი კორომხეთი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
3
Available places
3
SEN capacity
0
Available SEN places
0

ქედა, ქედის მუნიციპალიტეტი სოფელი ძენწმანი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
3
Available places
1
SEN capacity
0
Available SEN places
0

ქედა, სოფ. ძენწმანი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
16
Available places
13
SEN capacity
3
Available SEN places
3
Close by

Other schools in this municipality

All schools in ქედა
Complete record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ბედნიერი ბავშვი არის წარმატებული. შესაბამისად მზად ვართ შევქმნათ პოზიტიური, უსაფრთხო და სწავლის მასტიმულირებელი გარემო ბავშვებისთვის, სადაც ყველა მიღებული და დაფასებულია. სადაც სწავლა მოსწავლისთვის საინტერესო პროცესია. სკოლის ხედვა მისიის განხორციელება შესაძლებელია სწავლა სწავლების პროცესში მეტი არაფორმალური განათლების აქტივობებით. რაც მოსწავლეებს მისცემს საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას. 21-ე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ხანა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მოსწავლეებმა ინტეგრირებული სწავლების გზით შეძლონ: • თეორიული ცოდნის მიღება; • საგანთა შორის ინტეგრირება; • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • უსაფრთხოება: ჩვენ ვზრუნავთ, პოზიტიური, უსაფრთხო და სწავლის მასტიმულირებელი გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა მიღებული და დაფასებულია. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Structure2 additional items

სკოლის დირექცია; სკოის ადმინისტრაცია, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, კათედრები, მრჩეველთა საბჭო, დისციპინარული საბჭო

Documents

disciplinuri komitetis sxdomis oqmi N1 2023.doc26/10/2026 19:55:57 · 0 MB
მრჩეველთა საბჭოს ოქმი N1 2025.doc26/10/2026 19:55:57 · 0 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

Documents

სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf26/10/2026 20:24:20 · 0 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Programs and support services1 additional item

სკოლაში არსებული მხარდამჭერი სერვისები: ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა: სკოლაში ხორციელდება სკოლის ასაკის მოსწავლეთა ინკლუზიური განათლება. სმენის, მხედველობის, ფიზიკური თუ სხვა საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის (ასეთის არსებობისას) მუშავდება და ინერგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ისგ). პედაგოგთა პროფესიული მხარდაჭერა და კონსულტაცია: ფუნქციონირებს საგნობრივი კათედრები, სადაც მასწავლებლები გადიან მეთოდურ კონსულტაციებს, ატარებენ ურთიერთდასწრებებს და ნაწილობენ პრაქტიკულ გამოცდილებას სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად. მოსწავლეთა აკადემიური მხარდაჭერა: სკოლაში ტარდება საკონსულტაციო საათები დამატებითი აკადემიური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის, რათა დაეხმარონ მათ პროგრამის წარმატებით დაძლევაში. შემოქმედებითი და განმვითარებელი აქტივობები: მოსწავლეთა პიროვნული განვითარების, სოციალიზაციისა და ნიჭის წარმოჩენის მიზნით ტარდება სხვადასხვა წრეები, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები.

Documents

მოსწავლეთა ადაპტაციის წესი საჯარო.doc26/10/2026 20:06:24 · 0 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები: ქცევის წესები: სკოლაში მოქმედებს შინაგანაწესი, რომელიც აწესრიგებს სასკოლო საზოგადოების (მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების) ურთიერთობას, ეთიკის ნორმებსა და დისციპლინურ პასუხისმგებლობებს. მოსწავლე ვალდებულია დაიცვას აკადემიური კეთილსინდისიერება და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული წესები. აპელაციის მექანიზმები: შეფასებასთან, დისციპლინურ ღონისძიებასთან ან სკოლის სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში, მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ კანონმდებლობითა და შინაგანაწესით დადგენილ ვადებში მიმართონ სკოლის დირექციას, დისციპლინურ კომიტეტს ან სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების (აპელაციის) მიზნით

Documents

სკოლის შინაგანაწესი 2026.pdf26/10/2026 20:07:15 · 0 MB
Download documents on EMIS
Infrastructure2 additional items
FinancesText information

სკოლის ფინანსები და ბიუჯეტი: დაფინანსების წყარო: სსიპ – ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი ვაუჩერული დაფინანსების წესის შესაბამისად. სახსრების განაწილება: გამოყოფილი ფინანსური რესურსები მიმართულია უწყვეტი და ხარისხიანი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისკენ, რაც მოიცავს: მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურებას; სასკოლო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას, სასწავლო რესურსებისა და ტექნიკის შეძენას; მიმდინარე საოპერაციო ხარჯების (კომუნალური გადასახადები, სავალდებულო უსაფრთხოება) დაფარვას. გამჭვირვალობა: სკოლის ფინანსური საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად. სკოლა უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგების კანონით დადგენილი წესით წარდგენას შესაბამის უწყებებში.