ქედა. სოფელი ქვედა ბზუბზუ
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 10
- Available places
- 9
- SEN capacity
- 1
- Available SEN places
- 1
აჭარა · ქედა · ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზუნდაგა მე-3 ქუჩა N2ა.
Open a section to view its text, related links, and document listing.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლაში არის 12 კლასი, სამ საფეხურიანი სწავლებით : დაწყებითი, საბაზო და საშუალო .სკოლა მუშაობს შემუშავებული სასწავლო გეგმით 2024-2025 სასწავლო წლისთვის სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე- დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. სკოლის მისია : საინტერესო, ხალისიან, მშვიდ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთპატივისცემის გარემოში, აღმოაჩინოს თითოეულ მოსწავლეში განსაკუთრებული უნარები, გააღვიძოს მათში შემოქმედებითი აზროვნება და აღზარდოს ქვეყნის წარმატებისთვის მებრძოლი ლიდერი. პატრიოტი, კანონმორჩილი, ტოლერანტი, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად მტკიცე. სკოლის ხედვა : სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ , ფიზიკურ, ემოციურ , სულიერ განვითარებაზე. მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდუალური გზა. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების , პოტენციალის და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენას და მაქსიმალურად განვითარებაზე. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
Save this useful profile or send it to someone who may need it.
Your correction request goes directly to the admin panel for review.
Parent comments