თბილისი, ისანი-სამგორი, ქალაქი თბილისი, ბზითაგორის ქუჩა, №4
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 100
- Available places
- 14
- SEN capacity
- 10
- Available SEN places
- 7
თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, ქალაქი თბილისი, ბზითაგორის ქუჩა, №4
As of November 13, 2026. Places change quickly during registration.
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლაში არსებული სტრუქტურული ერთეულებია: ა) დირექცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილეები და ბუღალტერი); ბ) პედაგოგიური საბჭო (აერთიანებს სკოლის ყველა მასწავლებელს); გ) სამეურვეო საბჭო (შემადგენლობაში შედის 6 მასწავლებელი, 6 მშობელი (2 -დაწყებითი საფეხურის, 2-საბაზო საფეხურის , 2-საშუალო საფეხურის) და 1 საშუალო საფეხურის მოსწავლე) ; დ) მოსწავლეთა თვითმმართველობა (შედიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები კლასების მიხედვით (თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით); ე) დისციპლინური კომიტეტი ( შემადგენლობაში შედის 2 მშობელი, 2 მასწავლებელი, 2 საშუალო საფეხურის მოსწავლე). სკოლაში ასევე ფუნქციონირებს საგნობრივი კათედრები: ა) სახელმწიფო ენის კათედრა; ბ) საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა; გ) მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა; დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა; ე) უცხოური ენების კათედრა; ვ) ესთეტიკური აღზრდის კათედრა; ზ) სპორტის კათედრა; თ) დაწყებითი კლასების კათედრა; სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი: 1. საქმისმწარმოებელი; 2. საინფორმაციო მენეჯერი; 3. ბიბლიოთეკარი; 4. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; 5. ექიმი 6. ექთანი 7. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტები; 8. სპეციალური მასწავლებლები; 9. ფსიქოლოგი. 10. ენისა და მეტყველების სპეციალისტი. სკოლის დამხმარე პერსონალი 1. დამლაგებლები; 2. დარაჯები; 3. მუშა. 4. ცეცხლფარეში (სეზონურად)
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ ქალაქ თბილისის N146 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი; მ) დისკრიმინაციის აკრძალვა; ნ) პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნები; ო) ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების პირობები.
სკოლას ფუნქციონირებს: ექიმის კაბინეტი (აღჭურვილი საჭირო ნივთებითა და მედიკამენტებით); ბიბლიოთეკა ( აღჭურვილი მდიდარი წიგნადი ფონდით და საჭირო ტექნიკით ); სააქტო დარბაზი ; სპორტული დარბაზები (დაწყებითი კლასებისთვის და საბაზო/საშუალო საფეხურისათვის ცალ-ცალკე); რესურს ოთახი; კომპიუტერული ლაბორატორიები ; საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.
სსიპ ქალაქ თბილისის N146 საჯარო სკოლას აქვს ვაუჩერული დაფინანსება და ეკონომიკური შემოსავალი. სკოლა ეფექტურად დაგეგმილი ბიუჯეტით ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას. სკოლის ეკონომიკური შემოსავალი მიმართულია სკოლის საჭიროებებზე. ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო, დირექტორის ბრძანებით დამკიცებული სახელმწიფო შესყიდვების წესი, ყოველწლიურად,არაუგვიანეს 20 ნოემბრისა მტკიცდება მომდევნო წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სკოლის დირექტორს ეკისრება ვალდებულება ყოველი წლის 10 დეკემბრამდე წარდგეს სამეურვეო საბჭოს წინაშე და გააცნოს ანგარიში ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
Save this useful profile or send it to someone who may need it.
Your correction request goes directly to the admin panel for review.
Parent reviews