გორი, სოფელი ხიდისთავი
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 50
- Available places
- 33
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 5
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ხიდისთავი
As of November 13, 2026. Places change quickly during registration.
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისიაა აღზარდოს განათლებული, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქე, რომელსაც ჩამოყალიბებული ექნება პრაქტიკული უნარ-ჩვევები და შეძლებს საკუთარი მომავლის ფორმირებას. სკოლის ხედვა სკოლა განათლებული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, შემოქმედი, კანონმორჩილი, ტოლერანტი და სამოქალაქო ცნობიერების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდების აღზრდისათვის იზრუნებს იმით, რომ უზრუნველყოფს: • ხარისხიან განათლებას; • უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოს; • მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას; • სწავლება–სწავლაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას; • მშობლებისა და საზოგადოების ეფექტურ და კონსტრუქციულ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში; • სსსმ და შშმ მოსწავლეებისათვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; სკოლის ღირებულებები: განცხადებული მომავლის ხედვისა და მისიის განხორციელების მიზნით იხელმძღვანელებს სკოლა პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს გახდნენ გლობალური სივრცის ღირსეული მოქალაქეები. სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს: სამეურვეო საბჭოს,სკოლის დირექციას,პედაგოგიურ საბჭოს, დირექციის დამხმარე პერსონალს,მოსწავლეთა თვითმმართველობას,დისციპლინურ კომიტეტს,ტექნიკურ პერსონალს.
7 (შვიდ) წლიანი (2023-2030) სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები.
სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი; მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები; ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია; ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ამერიკელი ხალხის დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის ფარგლებში MILLENNIUM.
სკოლის ბიუჯეტი შეადგენს 757 383 შრომის ანაზღაურება 637 320 კომუნალური გადასახადები 47 900 ინფრასტრუქტურის განვითარება 3000 სხვა ხარჯი 69 163
Save this useful profile or send it to someone who may need it.
Your correction request goes directly to the admin panel for review.
Parent reviews