წალკა,ჭელიძის #53
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 40
- Available places
- 26
- SEN capacity
- 4
- Available SEN places
- 3
ქვემო ქართლი · წალკა · წალკა, ჭელიძის ქ. №53
As of November 13, 2026. Places change quickly during registration.
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მისიაა აღზარდოს დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული, სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ჯანსაღი თაობა. ჩაუნერგოს სამშობლოს სიყვარული, მაღალი ზნეობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სრულყოფისაკენ მუდმივი სწრაფვის, კანონმორჩილების, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით განსხვავებულ ჯგუფებთან თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის ჩვევები. განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, აღზარდოს განათლებული, კონკურენტუნარიანი, ტოლერანტი ღირსეული მოქალაქე.სკოლა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვით უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. სკოლის ხედვა სსიპ ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლის ხედვაა, რომ იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებელი, მაღალი ნდობის მქონე სასწავლო დაწესებულება, რომელიც განუხრელად ზრუნავს თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური, პატრიოტი, კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდაზე, რომლისთვისაც პრიორიტეტულია საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული ღირებულებები და ზნეობრივი ნორმები. თანამედროვე გამოწვევებზე და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული, ფორმალური და არაფორმალური განათლების მომცველი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სრულად უზრუნველყოფილი, უსაფრთხო და ადაპტირებული თანამშრომლიბითი სასწავლო პროცესი პატრიოტული სულისკვეთების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, გარემოსდაცვითი ცნობიერების, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებითა და 21-ე საუკუნის უნარებით აღჭურვილი თაობის აღზრდის საქმეში ლიდერ სკოლად ჩამოყალიბების გარანტია იქნება. 2030 წლისთვის სკოლის მიერ მიწოდებული პროფესიული განათლებით კურსდამთავრებულთა 60% დასაქმებულია/ თვითდასაქმებულია პროფილურ ან მომიჯნავე სფეროში. ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასწავლო პროცესის ობიექტურად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად მიმდინარეობის პირობებში, სასკოლო საზოგადოება თანხმდება საყოველთაოდ აღიარებულ პრიორიტეტულ ღირებულებებზე: პროფესიონალიზმი; კოლეგიალობა; ურთიერთპატივისცემა; უწყვეტი განვითარება; ემპათიის უნარი; ტოლერანტობა; შემოქმედებითობა; პატრიოტიზმი; ნებელობა; ჯანსაღი ცხოვრების წესი; მოქალაქეობა; თვითგანვითარება.
სსიპ - ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლის სტრუქტურა. იხილეთ თანდართული ფაილი
სკოლის სტრატეგია მართვისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია: სკოლის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის დახვეწა და დამტკიცება, ემსახურება სკოლის ფორმალურ კულტურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციული განვითარებისთვის. ძირითადი ორიენტირი მთელი წლის განმავლობაში იქნება იურიდიული დოკუმენტაციის სრულყოფა, სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო გეგმის განვითარება შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით. სკოლის ავტორიზაციის მოპოვება და მისი შენარჩუნება. ორგანიზაციის ფიზიკური არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძირითადი მიმართულებას წამოადგენს სკოლის ავტორიზაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფა მოწესრიგება, რაც ხელს შეუწყობს სკოლის მართვის სისტემურობას და ავტორიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას. საქმიანობების მონიტორინგისა და სკოლის თვითშეფასების მუდმივმოქმედი ციკლის დანერგვა: სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება შუალედული და წლიური თვითშეფასება, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება ინტერვიუები, კითხვარები, ფოკუს-ჯგუფები და დოკუმენტაციის ანალიზი. აღიშნული საქმიანობები ხელს შეუწყობს ობიექტური თვითშეფასების სისტემის დანერგვას, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და სკოლის, როგორც თვითგანვითარებად ორგანიზაციად ჩამოყალიბებას. ხარისხისმართვის განყოფილების ჩამოყალიბება და ამოქმედება: ხელს შეუწყობს მიზნობრივი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამებისა და შესაბამისი მასალების შემუშავებასა და დანერგვას, მასწავლებელთა საჭიროებაზე ორიენტირებული საქმიანობების ორგანიზებას. ეს უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას და სკოლის ადამიანური რესურსის შესაძლებლობების განვითარებას და მის შესაბამისად გამოყენებას. სარეკლამო საქმიანობი სწარმართვის უზრუნველყოფა: სკოლა რეგულარულად წარმართავს სარეკლამო საქმიანობას მოსწავლეების მოსაზიდად და თემში სკოლის პოპულარიზაციისათვის. სარეკლამო კამპანია განხორციელდება შემდეგი საშუალებებით: სარეკლამო-საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები, სარეკლამო ბანერები და სხვა. მატერიალურ–ტექნიკური ბაზის მოწესრიგება: სასწავლო წლის განმავლობაში შუალედური და წლიური მონიტორინგის/შეფასების შედეგებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და სპორტული დარბაზი საჭიროებებიდან გამომდინარე მუდმივად აღიჭურვება სასწავლო ინვენტარითა და საჭირო სასწავლო თვალსაჩინო მასალით, რათა სწავლება/სწავლის პროცესი გახდეს მიზნობრივი და კრეატიული როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეფასებისა და წახალისების რეიტინგულ-დაგროვებითი მოდელის დანერგვა, ხელს შეუწყობს მასწავლებლების საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და კარიერულ ზრდას. ის სავალდებულო იქნება ყველა მასწავლებლისათვის. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს შიდა პროფესიული გამოცემებით (ჰენდაუთები, გაკვეთილის მოდელები, კურუკულუმები, სასწავლო რესურსები) ბიბლიოთეკის გამდიდრებას, რაც დაეხმარება მოქმედ მასწავლებლებს კარიერულ წინსვლაში, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებაში, ხოლო დამწყებ მასწავლებლებს კი – სასწავლო პროცესის ეფექტურად წამართვაში. სკოლის პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება, ემსახურება სკოლის პედაგოგების საჭიროებების დადგენასა და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სხვადასხვა მიზნობრივი აქტივობების შეთავაზებას, კვლევითი საქმიანობების დაგეგმვასა და წარმართვის პროცესში მათ ჩართვას. საგნობრივი კათედრების ეფექტური ფუნქციონირება კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტურობის განმსაზღვრელია. სწავლება/სწავლის ხარისხის ამაღლება: მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და მათი შესაძლებლობების თვითრეალიზების ხელშეწყობა, რომლის ძირითადი ორიენტირებია: მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების კვლევა, ინდივიდუალური განვითარების რუკების შემუშავება, რომლის მიხედვით დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები. სკოლის ბიბლიოთეკის ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბიბლიოთეკა აღიჭურვება სათანადო ლიტერატურით, ინტერნეტით. მოეწყობა სამკითხველო სივრცე, ჩატარდება კითხვის გაკვეთილები, ლიტერატურული და სხვა წრეები, რაც ხელს შეუწყობ მოზარდებში კითხვის უნარების გაუმჯობესებას, სკოლის პედაგოგებში დაგროვილი მასალის (მეთოდური ლიტერატურა, მოსწავლეთა საკითხავი მასალა, სასწავლო რესურსები და სხვა) საფუძველზე მეთოდური ჰენდაუთების, დაკვირვების ჩანაწერების, პრეზენტაციების, სასწავლო რესურსების კატეგირეზებას, შენახვას და სხვა. მოსწავლეთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე საგნობრივი კურუკულუმებისა და სასწავლო გეგმების დახვეწა გაუმჯობესება: ყოველი სასწავლო წლის ბოლოს საგნის პედაგოგები, კლასის ხელმძღვნელები, ადგენენ მოსწავლეთა მიღწევებსა და საჭიროებებს, აანალიზებენ სკოლის საგნობრივ სასწავლო გეგმებს და გამოკვეთილი კლასის საჭიროებების, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეაქვთ ცვლილება დამატებები და აუმჯობესებენ საგნობრივ კურუკულუმებს.
სსიპ - ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლა ყოველწლიურად შეიმუშავებს ერთწლიან სამოქმედო გეგმას. იხილეთ თანდართული ფაილი
სსიპ ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლაში მოქმედებს შემდეგი წრეები და კლუბები, სადაც მოსწავლეები იღრმავებენ ცოდნას საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით: ინტელექტ-კლუბი "რა? სად? როდის?" "დებატების კლუბი" სამოქალაქო განათლების კლუბი "აისი" "ჩხირკედელა"
სსიპ ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლის შინაგანაწესი სსიპ - ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი და სკოლის ჩარჩო რეგულაციის დოკუმენტი მოსწავლეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმების შესახებ სსიპ ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლას დამტკიცებული აქვს მოსწავლეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმი და განსაზღვრული ჰყვას მოსწავლეთა უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელი პირი
სკოლა არის სრულად რეაბილიტირებული
გვაქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიტებეული ყოველწლიური ბიუჯეტი, რომლის მიხედვით იმართება სკოლის მატერიალური რესურსი
Save this useful profile or send it to someone who may need it.
Your correction request goes directly to the admin panel for review.
Parent reviews