Back to register
Public school · Official data

სსიპ - სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · სენაკი · სენაკი, სოფელი კოტიანეთი

Register ID#1670
Students26
Teachers12
Buildings1
School profile

General information

Principal
ნატო კვარაცხელია-გაბუნია
Grade levels
დაწყებითი (1-6)
Teaching sector
ქართული
Authorization start
27/08/2026
Authorization end
27/08/2035
First grade admission

Capacity information

As of November 13, 2026. Places change quickly during registration.

სენაკი, სოფ. კოტიანეთი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
24
SEN capacity
3
Available SEN places
3
Close by

Other schools in this municipality

All schools in სენაკი
Complete record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფილოსოფია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლა ქმნის უსაფრთხო, პოზიტიურ და ინკლუზიურ სასწავლო გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური პოტენციალის განვითარებას, მყარ საგანმანათლებლო საფუძველს მომდევნო საფეხურებისთვის და მოსწავლეთა მზადყოფნას ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის ხედვა - სკოლა ისწრაფვის იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, ღია და პასუხისმგებლიანი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, თანამედროვე და პრაქტიკულ მიდგომებს და თანასწორი ხელმისაწვდომობის პრინციპს. სკოლა ხედავს საკუთარ თავს როგორც უსაფრთხო და მხარდამჭერ სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას და პასუხისმგებელი მოქალაქის ჩამოყალიბებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: თანასწორობა და ინკლუზიურობა-განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისთვის; პასუხისმგებლობა-პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება საკუთარი თავის, ჯგუფისა და საზოგადოების წინაშე; თანამშრომლობა და გუნდურობა-ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება; უწყვეტი სწავლა-სწავლისადმი მოტივაციის, ცნობისმოყვარეობისა და თვითგანვითარების ხელშეწყობა. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფილია სწავლისა და განათლების ერთნაირი პირობები და თანამონაწილეობა მთლიან სასკოლო საქმიანობაში. ჩვენ გვაქვს ღია მმართველობა, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას მაქსიმალურად იყოს ჩართული და გათვითცნობიერებული სკოლის საქმიანობაში. ეს მიდგომები და ღირებულებები უზრუნველყოფს მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლეების სრულფასოვან განვითარებას, სასწავლო პროცესში ჩართვას და თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული გარემოს შექმნას. სკოლის მიზანი : სკოლის მიზნები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სწავლა-სწავლების ამოცანებს და მოიცავს: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების უზრუნველყოფას ინდივიდუალური საჭიროებების, ინტერესებისა და განვითარების ტემპის გათვალისწინებით;ს სიღრმისეული და ფუნქციური ცოდნის განვითარებას ცოდნის ეტაპობრივი კონსტრუირების გზით; შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას; სოციალური, ემოციური, კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარების გაძლიერებას; მოსწავლეთა მომზადებას მომდევნო საგანმანათლებლო საფეხურებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის.

Structure3 additional items

სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის სტრუქტურა შედგება : დირექცია; ადმინისტრაცია; სამეურვეო საბჭოსგან; დისციპინური კომიტეტისგან; პედაგოგიური საბჭოსგან; დირექციას წარმოადგენს სკოლის დირექტორი და ბუღალტერი. ადმინისტრაცია არის წამოდგენილი საშტატო და არასაშტატო პირებით; ა) არასაშტატოში შემავალი რგოლები არიან: დამლაგებელი; უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი; ექთანი; სპეც.მასწავლებლი; დარაჯი. ბ) საშტატოში წარმოდგენილი არიან: საქმის მწარმოებელი.

Documents

ორგანიზაციული სტრუქტურა.docx03/06/2026 07:53:12 · 0 MB
+კოტ. სტრუქტურული-ერთეულების-ფუნქციები-და-კვალიფიკაცია.docx03/06/2026 07:53:12 · 0 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლის შესახებ ინფორმაცია სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლა, რომელიც მდებარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში, დაარსდა ვლადიმერ (ლადი) იესეს ძე გაგუას ინიციატივით. მისი უდიდესი სურვილი იყო, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო და სოფლის მოსახლეობას ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ საკუთარ შვილებს ადგილზე მიეღოთ ხარისხიანი განათლება. 1901 წელს მისი მეურვეობით და ხარჯით სოფელ კოტიანეთში აშენდა სასკოლო შენობა და გაიხსნა სახალხო სკოლა, სკოლა ვლადიმერმა თავისი დის ანას დახმარებით საკუთარ ეზოში ააშენა. 1901 წელს გაზეთ ,,ივერიაში“ (#204) გამოქვეყნებული წერილი იტყობინება, სოფელ კოტიანეთში სენაკის მაზრაში დაარსებული სკოლის შესახებ: ,,აქ 1901 წლის 1 სექტემბერს 30 მოსწავლემ პირველად სოფლის არსებობის ისტორიაში შეაღო სამკლასიანი სამრეკლო სკოლის კარები, გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლებელთა საბჭომ დაგვიანებულად ცნო 1901-1902 სასწავლო წელს სკოლის გახსნა, შემდგომ წელს სასკოლო ინვენტარი დაიწუნა და მხოლოდ 1904 წელს შეიტანა კოტიანეთის სკოლა ბიუჯეტში. ოთხი წლის მანძილზე სკოლა მუშაობდა ვლადიმერ გაგუას ხარჯზე და მასწავლებელსაც ხელფასი ვლადიმერ გაგუას ოჯახიდან ეძლეოდა, ასევე უსასყიდლოდ ცხოვროდა პედაგოგი ლუიზა ჩიტაია ოთხი წლის მანძილზე ბატონი ლადის ოჯახში. ვლადიმერ გაგუა იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი და სხვადასხვა წლებში იყო ამ განყოფილების გამგეობის წევრი, თავმჯდომარის ამხანაგი და თავმჯდომარე. სკოლაში სწავლა მიმდინარეობს დაწყებით საფეხურზე, კოტიანეთის სკოლის დაარსება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სოფლისთვის. ის არა მხოლოდ განათლების კერა გახდა, არამედ სოფლის კულტურული და ინტელექტუალური ცენტრიც, რომელიც დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას და ადგილობრივ საზოგადოებას ემსახურება.

Documents

+კოტიანეთის საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2024.docx20/05/2026 06:52:59 · 0 MB
Download documents on EMIS

Documents

ერთწლიანის მონიტორინგი - 1 სემესტრი 2025 -.docx15/07/2026 13:06:17 · 0 MB
ერთწლიანის მონიტორინგის შედეგები 2025-2026.docx16/07/2026 15:07:09 · 0 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

მოკლე ინფორმაცია ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2024 – 2031 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Programs and support services16 additional items

სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი შეთანხმებულია, რომ მოსწავლისთვის ფორმალურ განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლებაც, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს საკუთარი ინტერესების უკეთ წარმოჩენაში. არაფორმალური განათლება მოსწავლეში ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა: • შემოქმედებითობა • კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა; • კომუნიკაცია და თანამშრომლობა. საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები; • მედიაწიგნიერება; • ციფრული წიგნიერება. • მოქნილობა და ადაპტაცია; • სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები; სკოლაში ფუნქციონირებს: 1. მედიაწიგნიერების კლუბი: 2. მათემატიკის წრე. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმულნი კლუბურ მუშაობაში, რაც მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს კვლევის, შემოქმედებითობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის არგუმენტირებული მსჯელობის და კრიტიკული აზროვნების უნარებს.

Documents

მოსწავლეთა ტრანსპორტირება.pdf14/07/2026 12:57:02 · 0 MB
რემედიაციის წესი.docx14/07/2026 12:57:03 · 0 MB
მშობლის თანხმობა.docx14/07/2026 12:57:03 · 0 MB
დიაგნოსტირების ბარათი.docx14/07/2026 12:57:03 · 0 MB
გეგმა.docx14/07/2026 12:57:03 · 0 MB
რემედიაციის ბრძანება.pdf14/07/2026 12:57:03 · 0 MB
შეფასების სისტემა.docx14/07/2026 12:57:03 · 0 MB
მათემატიკის წრის მიზნები და ამოცანებიი.docx14/07/2026 12:57:03 · 0 MB
მათემატიკის წრის დებულება.docx14/07/2026 12:57:03 · 0 MB
მათემატიკის წრე.docx14/07/2026 12:57:04 · 0 MB
მშობელთა გამოკითხვის სტატისტიკა.docx14/07/2026 12:57:04 · 0 MB
მედიაწიგნიერების წევრობის ანკეტა-კოტიანეთის სკოლა.docx14/07/2026 12:57:04 · 0 MB
მედიაწიგნიერების კლუბი ‘’კრეატიული თაობა’’ სამუშაო გეგმა .docx14/07/2026 12:57:04 · 0 MB
კოტიანეთიკლუბის წევრთა დემოგრაფიული მონაცემები .docx14/07/2026 12:57:04 · 0 MB
კლუბის წევრთა რაოდენობა საფეხურისა და კლასების მიხედვით (1).docx14/07/2026 12:57:05 · 0 MB
კლუბის დებულება-კოტიანეთი.docx14/07/2026 12:57:05 · 0 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms5 additional items

ატვირთულია შრომისშინაგანაწესი საჩივრების წარდგენა განხილვის პროცედურები

Documents

საჩივრების წარდგენისდა განხილვის პროცედურები.pdf15/07/2026 13:03:26 · 2 MB
მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის მექანიზმი.pdf15/07/2026 13:03:26 · 3 MB
შრომისშინაგანაწესი.pdf16/07/2026 15:04:49 · 12 MB
საზოგადოებასთან კომუნიკაციის წესდება.pdf16/07/2026 15:04:50 · 2 MB
მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი.pdf16/07/2026 15:04:51 · 1 MB
Download documents on EMIS
Infrastructure—
Finances3 additional items