მესტია, დ. აღმაშენებლის ქ. №25
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 20
- Available places
- 13
- SEN capacity
- 2
- Available SEN places
- 2
სამეგრელო-ზემო სვანეთი · მესტია · მესტია, დ. აღმაშენებლის ქ. №25
As of November 13, 2026. Places change quickly during registration.
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: ურთიერთზრუნვითა და თანამშრომლობით შექმნას უსფრთხო, მამოტივირებელი, ინოვაციური და ინკლუზიური სასწავლო გარემო, რომელიც ემსახურება გლობალურად მოაზროვნე, ყოვლემხრივ განვითარებული, შემოქმედი, ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებითა და პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული, ინოვატორი მოქალაქეების ჩამოყალიბებას, რომელთაც გაცნობიერებული ექნებათ ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა და ვალდებულებები, მუდმივ, ცვალებად გარემოში საზოგადოებრივ ცხოვრებში ადეკვატური ჩართულობის მნიშვნელობა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაში აქტიური მონაწულეობა, მრავალპროფილური საგანმანათლებლო საქმიანობა და პროფესიული განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა. სკოლის ხედვა 2031 წლისათვის ჩვენი სკოლა გახდეს რეგიონში აღიარებული, წარმატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება როგორც შაშუალო განათლების, ასევე პროფესიული სწავლების მიმართულებით, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა და სტუდენტთა საჭიროებებისა და ინტერესების მუდმივ დაკმაყოფილებაზე. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მასწავლებელთა კვალიფიციური და მოტივირებული გუნდის დახმარებით შეძლებენ გამოიმუშაონ კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება და მუდმივად პროგრესისაკენ მსწრაფ გარემოში ადაპტაციის უნარი. სკოლა მოსწავლეს შესძენს იმ უნარებს, რომლებსაც ის გამოიყენებს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური და სულიერი ღირებულებების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოს ქვეყნისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის სრულფასოვანიცხოვრების მხარდაჭერა. სკოლის ღირებულებები: • თანამშრომლობა. • ინოვაციურობა • გარემოსდაცვა.
სკოლის სტრუქტურა: 1. სამეურვეო საბჭო 2. დირექცია 3. დირექტორი 4. დირექტორის მოადგილე 5. ბუღალტერი 6. დისციპლინური კომიტეტი 7. პედაგოგიური საბჭო 8. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი 9. საგნობრივი კათედრები 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა ორგანიზაციული სტრუქტურა არის საქმიანობის დაგეგმვისა და პასუხისმგებლობის განაწილების ეფექტური საშუალება, სადაც ორგანიზაციის თითოეულმა წარმომადგენელმა იცის საკუთარი საქმიანობა და განსაზღვრულია მისი როლი. სწორად დაგეგმილი ორგანიზაციული სტრუქტურა, ხელს უწყობს ურთიერთობებს, ადგენს პოზიციებს, ფორმალური ანგარიშვალდებულების ხაზებს კონკრეტულ თანამდებობებს, პოზიციებსა თუ სტრუქტურულ ერთეულებს შორის, რაც აორგანიზებს პერსონალის შრომის პროცესს.
სკოლას შემუშავებული და დირექტორის მიერ დამტკიცებულია მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმების დოკუმენტი. სკოლას აქვს აგრეთვე მხარდამჭერი სერვისი, მოსწავლეთა ტრანსპორტირების სახით.
მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 10. მოსწავლის, პერსონალის, მშობლის,/კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვის მექანიზმი.
სსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლა გაიხსნა და ფუნქციონირებს 1974 წლიდან. სკოლის შენობა არის ორსართულიანი, ქვის ნაგებობა, ნათელი საკლასო ოთახებითა და ცენტრალური გათბობით. სკოლა 2005 წელს იქნა სრულიად რეაბილიტირებუილი. 2025 წელს სკოლამ მიიღო ავტორიზაცია ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამაზე: ,,ფოტოგრაფია".
სკოლა ფინანსურად არის გამართული.
Save this useful profile or send it to someone who may need it.
Your correction request goes directly to the admin panel for review.
Parent reviews