Back to register
Public school · Official data

სსიპ - ქალაქ ფოთის №15 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ფოთი · ფოთი, აღმაშენებლის ქ. №16

Register ID#1455
Students543
Teachers41
Buildings1
School profile

General information

Principal
ნანა საბულუა
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
18/06/2026
Authorization end
18/06/2035
First grade admission

Capacity information

As of November 13, 2026. Places change quickly during registration.

ფოთი, აღმაშენებლის ქ. №18

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
75
Available places
23
SEN capacity
8
Available SEN places
5
Close by

Other schools in this municipality

All schools in ფოთი
Complete record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

მისია ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებისა და ტექნიკური საგნების გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. ხედვა უახლოესი ათწლეულების განმავლობაში სსიპ ქალაქ ფოთის N15 საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს დაიმკვიდრებენ შრომის ბაზარზე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა.

Structure1 additional item

Documents

სკოლის სტრუქტურა.pdf04/04/2026 14:32:25 · 0.34 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული გეგმა.pdf27/07/2026 08:36:27 · 3 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

2025-2026 სასწავლო წლის სკოლის სასწავლო გეგმა შემუშავებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური - VII-X კლასებს, ხოლო საშუალო საფეხური- XI-XII კლასებს. 4 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფილოსოფია მისიაა - ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებისა და ტექნიკური საგნების გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. ხედვაა -უახლოესი ათწლეულების განმავლობაში სსიპ ქალაქ ფოთის N15 საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს დაიმკვიდრებენ შრომის ბაზარზე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები - 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა პრინციპები, რომლებსაც ეყრდნობა სასწავლო პროცესი სკოლა უზრუნველყოფს: ა) სიღრმისეულ სწავლას; ბ) პოზიტიურ სასწავლო გარემოს; გ) ინკლუზიურ განათლებას. 1.სიღრმისეული სწავლა-სწავლება გულისხმობს: ა) მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას; ბ) ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას; გ) ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას; დ) სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა); ე) მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენას. 2. სკოლა უზრუნველყოფს პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას, რომელშიც მოსწავლე თავს გრძნობს ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხოდ და ახერხებს შემდეგი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამოვლენა-განვითარებას: კრიტიკული აზროვნება ● მოსწავლეს ეძლევა ფაქტების ანალიზის, იდეების გენერირებისა და ორგანიზების, მოსაზრებების დაცვის, შედარების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა; შემოქმედებითი აზროვნება ● მოსწავლეს ეძლევა საშუალება შეაფასოს პრობლემა და გამოწვევა სხვადასხვა პერსპექტივიდან, ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პასუხები და ხედვები, დაგეგმოს და შეიმუშაოს პრობლემის გადაჭრის საკუთარი მოდელი; თანამშრომლობა ● მოსწავლეს ეძლევა საშუალება წარმატებით იმუშაოს სხვებთან ერთად საერთო მიზნის მისაღწევად. გაიაზროს საერთო პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან ერთად. გააცნობიეროს გუნდური მუშაობის პრინციპები და ურთიერთობის ფორმები; კომუნიკაცია ● მოსწავლეს ეძლევა საშუალება დაამყაროს მიზნობრივი ურთიერთობა სხვებთან და გამოხატოს საკუთარი თავი, როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად კულტურისა და სიტუაციის შესაბამისად; იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი, ემპათიური მსმენელი, განახორციელოს უკუკავშირი და რეფლექსია; გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა კომუნიკაციის პროცესში; ხასიათი/ნებელობა ● მოსწავლეს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესწავლის, იდენტობის გააზრების, სწავლის პროცესის მართვის შესაძლებლობა. მხარდაჭერილია მოსწავლის პიროვნული ზრდის მოთხოვნილებები და წახალისებულია მისი თვითაქტუალიზაციის პროცესი; სწავლის პროცესის მონიტორინგი - დაფიქრება სწავლის პროცესზე, იმ პირობების და ფაქტორების ამოცნობა, რომლებიც ხელს უწყობს ან აფერხებს წინსვლას, სათანადო ზომების მიღება წინსვლის ხელშესაწყობად; თვითშეფასება ძლიერი და 6 სუსტი მხარეების დასადგენად, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა; მოქალაქეობა ● მოსწავლეს ეძლევა საშუალება სხვათა ღირებულებებისა და ფასეულობების გათვალისწინებით იმსჯელოს და იფიქროს იმ გლობალური/კომპლექსური საკითხების გაანალიზებასა და მოგვარებაზე, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანისა და გარემოს მდგრადობაზე. გააცნობიეროს უნივერსალური ეთიკის პრინციპები და ინდივიდის როლი და თანაშემოქმედებითობა საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. 3. ინკლუზიური განათლება გულისხმობს: ა) ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვას; ბ) მრავალფეროვნების დაფასებას; გ) რესურსების თანაბრად განაწილების პოლიტიკას; დ) დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასებას; ე) ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს; სწავლა-სწავლების პროცესში სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენებას; ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლისთვის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას; ზ) მოსწავლის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილების მართვაში; განივითაროს საკუთარი პოტენციალი და გახდეს მის გარშემო მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილე; თ) სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს უნდა გრძნობდეს სასკოლო თემის ნაწილად და საკუთარი წვლილი შეჰქონდეს მის განვითარებაში. 7 ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ცდილობს სწავლა-სწავლების დროს მაქსიმალურად გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ყველა მოსწავლე უნიკალური და განსხვავებულია თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით. სკოლაში სწავლა მიმდინარეობს გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებს

Performance report

2025-2026 წლის გეგმის ანგარიში მოგესალმებით,როგორც ცნობილია,შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა,როგორც წინარე გამოცდილება,ასევე ახალი გამოწვევები,სკოლის ძირითადი ამოცანა იყო მიგვეცა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება და საჭირო უნარ-ჩვევები.დღეს ვისაუბრებ იმის შესახებ, თუ როგორ რეალიზდა დასახული მიზნები,რათა გადაიხედდოს სკოლის სტრატეგიული გეგმა. სკოლის მისიიდან გამომდინარე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ,რომ მოსწავლეებს ნამდვილად ვუქმნით ჯანსაღ,უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოს. SWOT-ანალიზის T(საფრთხე) სვეტში მოცემული ,,ახალგაზრდა კვალიფიციური კადრის სიმცირე“ გახდა ჩვენი ძლიერი მხარე,რადგან სკოლამ ვაკანსიის გამოცხადებისა და კონკურსის წესების დაცვით აიყვანა რამდენიმე ახალგაზრდა კადრი,მათ შორის გვყავს მაძიებელი მასწავლებელი. სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), მისიითა და ხედვით განსაზღვრული მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების განხორციელებისათვის სსიპ ქალაქ ფოთის N15 საჯარო სკოლას დაგეგმილი აქვს 2024-2031 წლებში იმუშაოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით: ➢ სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; ➢ ადამიანური რესურსის განვითარება; ➢ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; ➢ უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; ➢ სასკოლო საზოგადოების ჩართულობა; ➢ მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება; ➢ ორგანიზაციული განვითარება. თითოეული სტრატეგიული მიმართულება თავის მხრივ, იყოფა ამოცანებად. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ➢ ახალი პროგრამების შემუშავება/დანერგვა; ➢ სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა; ➢ სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; ➢ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა. სკოლის საზოგადოებას გააზრებული აქვს,რომ სწავლა ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენას, მათ ინტელექტუალურ განვითარებას. ხარისხზე ორიენტირებულ სკოლაში მოსწავლე ეუფლება არა მხოლოდ ინფორმაციის მიღების, არამედ ცოდნის გააზრების, გამოყენების, დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანისა და შეფასების გაკეთების უნარ-ჩვევებს,ამიტომაც ვადგენთ მოსწავლის განვითარების დინამიკასა და ვახორციელებთ თანმდევ დამატებითი სამუშაოებს ,რათა მოსწავლემ მიიღოს სრულყოფილი,ხარისხიანი განათლება. სკოლისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისათვის საჭირო მატერიალური რესურსის არსებობა, სასკოლო ინვენტარით და საჭირო რესურსებით სასწავლო დაწესებულების უზრუნველყოფა, მძლავრი საბიბლიოთეკო ფონდის შექმნა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზის განვითარება, ლაბორატორიების გამდიდრება და სხვა. სკოლაში შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის. სკოლაში სასწავლო პროცესი და ზოგადად აღზრდის სისტემა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და ნდობის პრინციპებს. მოსწავლე უსაფრთხოდ და დაცულად უნდა გრძნობდეს თავს. სკოლაში შექმნილი უნდა იყოს ყველა პირობა, რათა დაკმაყოფილებული იყოს სასკოლო საზოგადოების ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლაში ფუნქციონირებს უსაფრთხოების მკაფიოდ შემუშავებული სისტემა, რომელშიც მოიაზრება მანდატურები, დარაჯები, ვიდეო კამერები, სახანძრო უსაფრთხოებისა ნორმების დაცვა, პრევენციული ღონისძიებები. სკოლამ უნდა მისცეს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს აუცილებელი ცოდნა კრიტიკულ სიტუაციებში ქცევის შესახებ და განუვითაროს შესაბამისი უნარ-ჩვევები. სკოლის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მოსწავლეებთან, მშობლებთან ურთიერთობის სისტემის ჩამოყალიბება. სასკოლო საზოგადოებისათვის ღია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, წარმატებებსა და ინიციატივებზე. სკოლის წარმატებული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა, რისი აუცილებელი პირობაცაა მათი ინფორმირებულობა. სკოლის წარმატებული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების ჩართულობა სკოლისათვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სწორედ ამიტომ, სკოლის მმართველობითი კოლეგიური ორგანოების შემადგენლობა დაკომპლექტებულია როგორც სკოლის თანამშრომლების, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისაგან. ნაყოფიერი სასწავლო პროცესის ფორმირებისთვის აუცილებელია მოწესრიგებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ. სკოლის მიზანია პირველ რიგში უზრუნველყოს მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია, მოიპოვოს მისი ნდობა და შეუქმნას მას მიმღებლობითი გარემო. მხარდაჭერის სტრატეგიის გამოყენებით ხდება სწავლებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა და შემდგომში მოსწავლის აკადემიური თუ ქცევითი მიღწევების წახალისება. მო სწავლეთა სრულფასოვანი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიცემა. მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა კლუბებისა და დამატებითი მომსახურების შეთავაზება, სხვადასხვა სიახლეების შეთავაზება სასკოლო საზოგადოებისათვის. ნაყოფიერი სასწავლო პროცესის ფორმირებისთვის აუცილებელია მოწესრიგებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ. სკოლის მიზანია პირველ რიგში უზრუნველყოს მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია, მოიპოვოს მისი ნდობა და შეუქმნას მას მიმღებლობითი გარემო. მხარდაჭერის სტრატეგიის გამოყენებით ხდება სწავლებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა და შემდგომში მოსწავლის

Documents

ერთწლიანი 2025-2026 წლის ანგარიში.docx12/09/2026 14:39:41 · 0 MB
Download documents on EMIS
Programs and support services29 additional items

Documents

საქმისწარმოების წესის ბრძანება.pdf19/05/2026 07:58:46 · 0 MB
საქმისწარმოება.pdf19/05/2026 07:58:46 · 0 MB
პერსონალური მონაცემის დაცვის წესის ბრძანება.pdf19/05/2026 07:58:46 · 0 MB
მოსწ.ჩარიცხვ.წესი.pdf19/05/2026 07:58:46 · 0 MB
კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია.pdf19/05/2026 07:58:46 · 0 MB
ხარისხის-უზრუნველყოფის-პოლიტიკა ბრძანება.pdf19/05/2026 07:58:47 · 0 MB
ხარისხის-უზრუნველყოფის-პოლიტიკა.pdf19/05/2026 07:58:47 · 0 MB
პერსონალურ მონაც.დაცვ.წესი.pdf19/05/2026 07:58:47 · 0 MB
მოსწავლის ჩარიცხვის წესის ბრძანება.pdf19/05/2026 07:58:47 · 0 MB
მისია ხედვა ღირებულების ბრძანება.pdf19/05/2026 07:58:47 · 0 MB
დანართი N1 ხედვა ღირებულება მეთოდოლოგია (1).pdf19/05/2026 07:58:47 · 0 MB
კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგიის ბრძანება.pdf19/05/2026 07:58:47 · 0 MB
ადამიან.რესურს.მართვის პოლიტიკა.pdf19/05/2026 07:58:47 · 0 MB
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა ბრძანება.pdf19/05/2026 07:58:47 · 0 MB
ხარისხის-უზრუნველყოფის-პოლიტიკა ბრძანება.pdf21/07/2026 07:18:08 · 0 MB
სსიპ ქალაქ ფოთის N15 საჯარო სკოლის საგანგებო მართვის გეგმა.pdf21/07/2026 07:18:08 · 3 MB
სსიპ ქალაქ ფოთის N15 საჯარო სკოლის საგანგებო მართვის გეგმა.pdf21/07/2026 07:18:09 · 3 MB
საქმისწარმოების წესის ბრძანება.pdf21/07/2026 07:18:09 · 0 MB
მოსწავლის ჩარიცხვის წესის ბრძანება.pdf21/07/2026 07:18:09 · 0 MB
მოსწავლის ჩარიცხვის წესის ბრძანება.pdf21/07/2026 07:18:09 · 0 MB
მისია ხედვა ღირებულების ბრძანება.pdf21/07/2026 07:18:09 · 0 MB
დანართი ხარისხის-უზრუნველყოფის-პოლიტიკა.pdf21/07/2026 07:18:10 · 0 MB
დანართი საქმისწარმოება.pdf21/07/2026 07:18:10 · 0 MB
დანართი პერსონალურ მონაც.დაცვ.წესი.pdf21/07/2026 07:18:10 · 0 MB
დანართი მოსწ.ჩარიცხვ.წესი.pdf21/07/2026 07:18:10 · 0 MB
დანართი კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია.pdf21/07/2026 07:18:10 · 0 MB
დანართი ადამიან.რესურს.მართვის პოლიტიკა.pdf21/07/2026 07:18:10 · 0 MB
დანართი N1 ხედვა ღირებულება მეთოდოლოგია (1).pdf21/07/2026 07:18:10 · 0 MB
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა ბრძანება.pdf21/07/2026 07:18:10 · 0 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms9 additional items

Documents

დანართი ხარისხის-უზრუნველყოფის-პოლიტიკა.pdf28/07/2026 08:33:00 · 0 MB
ხარისხის-უზრუნველყოფის-პოლიტიკა ბრძანება.pdf28/07/2026 08:33:01 · 0 MB
პერსონალური მონაცემის დაცვის წესის ბრძანება.pdf28/07/2026 08:33:01 · 0 MB
დანართი პერსონალურ მონაც.დაცვ.წესი.pdf28/07/2026 08:33:01 · 0 MB
მოსწავლის ჩარიცხვის წესის ბრძანება.pdf28/07/2026 08:33:01 · 0 MB
დანართი მოსწ.ჩარიცხვ.წესი.pdf28/07/2026 08:33:01 · 0 MB
დანართი ადამიან.რესურს.მართვის პოლიტიკა.pdf28/07/2026 08:33:01 · 0 MB
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა ბრძანება.pdf28/07/2026 08:33:01 · 0 MB
შინაგანაწესი 2026.pdf05/11/2026 15:30:41 · 0 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

2025 წლის აგვისტოში დასრულდა სკოლის სრული რეაბილიტაცია. სკოლა სრულიად ადაპტირებულია , აქვს განახლებული სპორტული და სააქტო დარბაზი. აღჭურვილი ლაბორატორიები- ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორიებით. ფუნქციონირებს ცენტრალური წყალმომარაგების, საკანალიზაციო და გათბობის სისტემები. სკოლას გააჩნია სრულად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი, სსსმ მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სივრცე ანუ რესურს ოთახი; ბუფეტი, სპორტული დარბაზი. კაბინეტები აღჭურვილია ჭკვიანი დაფებითა და პროექტორებით; სკოლის ეზო შემოსაზღვრულია ღობით, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით; სამივე სართულზე განთავსებულია ხანძარ საწინააღმდეგო აღჭურვილობა; სკოლაში ფუნქციონირებს ცეკვის წრე და გახანგრძლივებული, მოსამზადებელი ჯგუფი.

Finances1 additional item

მოკლე ინფორმაცია თანამდებობის ტიპი თანამდებობა საშტატო ერთეული დირექცია დირექტორი 1 დირექცია დირექტორის მოადგილე 1 დირექცია ბუღალტერი 1 ადმინისტრაცია მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი 1 ადმინისტრაცია საქმისმწარმოებელი 1 ადმინისტრაცია საინფორმაციო მენეჯერი 1 ადმინისტრაცია ბიბლიოთეკარი 1 მასწავლებელი მასწავლებელი 38 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი სკოლის ექიმი 1 ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტი სპეციალური განათლების საჭიროების მქონე ასისტენტი 1 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი დარაჯი 3 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი დამლაგებელი 5 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი ცეცხლფარეში 1

Documents

ბიუჯეტი-2026_ კორექტირებული (1).pdf03/04/2026 09:36:58 · 3.85 MB
Download documents on EMIS