მცხეთა, სოფელი ციხისძირი
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 50
- Available places
- 21
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 5
მცხეთა-მთიანეთი · მცხეთა · მცხეთა, სოფელი ციხისძირი
As of November 13, 2026. Places change quickly during registration.
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია: უზრუნველვყოთ მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემო, სადაც ყველა მოსწავლე, განურჩევლად შესაძლებლობებისა, სპეციალური სტატუსისა, კულტურული და ენობრივი თავისებურებისა, თავს გრძნობს უსაფრთხოდ და თანაბრად ჩართულად სასწავლო პროცესში. აღვზარდოთ წიგნიერი, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალი პიროვნება, რომელიც იზიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის, სახელმწიფოებრივი ინტერესების, ტრადიციების მიმართ და პასუხობს სწრაფად ცვალებად გლობალურ მოთხოვნებს. ხედვა: სსიპ მცცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მომავალი ხედვაა, რომ იგი იყოს ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას, უსაფრთხო გარემოსა და ხარისხიან განათლებას ყველა მოსწავლისათვის. ღირებულებები: 1. თანასწოორობა და ინკლუზიურობა. 2. კულტურათა მრავალფეროვნების განსაზღვრა. 3. პროფესიონალიზმი და უწყვეტი განვითარება. 4. პასუხისმგებლობა და გამჭრიახობა. 5. ინოვაცია, ტექნოლოგიების ინტეგრაცია. 6. თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა.
შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სკოლის შესახებ ინფორმაცია სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა მდებარეობს მცხეთის რაიონში, მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფელი ციხისძირი. სკოლაში სწავლობს 320 მოსწავლე, 28 მასწავლებელია, სულ 42 თანამშრომელი მუშაობს სკოლაში. სკოლის შენობა აშენდა 1978 წელს და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2023-2024 წლებში მისიაა: უზრუნველვყოთ მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემო სადაც ყველა მოსწავლე განურჩევლად მათი შესაძლებლობებისა, სოციალური სტატუსისა, კულტურული და ენობრივი თავისებურებისა თავს იგრძნობს უსაფრთხოთ და თანაბრად ჩართულად სასწავლო პროცესში. აღვზარდოთ წიგნიერი , კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალი პიროვნება რომელიც იზიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების ტრადიციების მიმართ და პასუხობს სწრაფად ცვალებად გლობალურ მოთხოვნებს მომავლის ხედვა სსიპ-მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას, უსაფრთხო გარემოსა და ხარისხიან განათლებას ყველა მოსწავლისთვის ღირებულებები: თანასწორება და ინკლუზიურობა კულტურათა მრავალფეროვნების განსაზღვრა პროფესიონალიზმი და უწყვეტი განვითარება პასუხისმგელობა და გამჭრიახობა ინოვაცია და ტექნოლოგიების ინტეგრაცია სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მიზნები სკოლის მიზანია: • აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული, წიგნიერი , კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალი პიროვნება რომელიც იზიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების ტრადიციების მიმართ და პასუხობს სწრაფად ცვალებად გლობალურ მოთხოვნებს. • ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას. • მოსწავლეთათვის შესაბამისი უნარების განვითარება, დამოუკიდებლად მოახერხოს საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება; • მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება; • უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა; • სასკოლო საზოგადოების გააქტიურება. SWOT - ანალიზი იმისათვის, რომ სკოლამ მოახერხოს თავისი მისიის შესრულება და მოსწავლეებისათვის საუკეთესო საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზება, აუცილებელია სწორად იქნეს დანახული სკოლის მიერ დასახული და შესრულებული სტრატეგიული გეგმის დადებითი და უარყოფითი, სუსტი და ძლიერი მხარეები. სისუსტეების გამოვლენა მიმართულია იმისკენ, რომ არსებული შესაძლებლობის ფარგლებში გადაიქცეს ძლიერ მხარეებად, ხოლო საფრთხეების წინასწარ შეფასება საშუალებას იძლევა, რომ სკოლა მზად დახვდეს სავარაუდო გამოწვევებს. S (ძლიერი მხარე) W (სუსტი მხარე) • პოზიტიური, წამახალისებელი გარემო; • მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო; • თანამშრომლობითი სასწავლო გარემო; • ეკოლოგიურად სუფთა გარემო დიდი ეზოთი; • სასკოლო კულტურა; • მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის მოტივაცია; • სასწავლო პროცესის მართვა (ტრადიციული სწავლების ფორმატში); • მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა; • პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობა; • მოსწავლეთა არაფორმალურ აქტივობების მაღალი მაჩვენებელი; • სკოლის განვითარების გეგმების მონიტორინგის მექანიზმი. • მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; • სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა დაინტერესება და მხარდაჭერა • გაცდენის შემთხვევაში, ჩამნაცვლებელი მასწავლებლების არარსებობა; • ენობრივი ბარიერი დაბალი დაინტერესება და ჩართულობა; • დაბალი ანაზღაურებიდან გამომდინარე, სკოლაში არსებულ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პოზიციებზე კვალიფიციური კადრების დასაქმების დაინტერესების ნაკლებობა; • საკმარისი ბიუჯეტის არარსებობის გამო ადმინისტრაციული/აკადემიური კადრებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო სერვისების სიმცირე; • მოსწავლეებში დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების ნაკლებობა;
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2024 – 2031 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები პასუხისმგებელი პირი შესრულების პერიოდი IX X XI XII I II III IV V VI VII VIII შესრულების ინდიკატორები/ მტკიცებულება რესურსები სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა რევიზიისა და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, სასწავლო პროგრამების/კურიკულუმების შემუშავება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; კურიკულუმი; საგნობრივი კათედრის ოქმები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში, შემუშავებული პროგრამების/ კურიკულუმების მოდიფიცირება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; კურიკულუმი; საგნობრივი კათედრის ოქმები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში რემედიაციის პროგრამის შემუშავება მასწავლებლები; შემუშავებული/განხორციელებული პროგრამები ადამიანური რესურსი; სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება დირექტორი; სამეურვეო საბჭო; პედაგოგიური საბჭო; შესაბამისი დოკუმენტაციის დამტკიცების მასალები ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში, სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება/სწავლება დირექტორი; ისგ ჯგუფები; სპეციალური მასწავლებლები; ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი; ისგ ჯგუფის ოქმები; ინდივიდუალური გეგმები ადამიანური რესურსი მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი, დამატებითი სასწავლო პროგრამების შეთავაზება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; მასწავლებლები; სასკოლო კურიკულუმი; დამატებითი სასწავლო პროგრამების აღწერილობა ადამიანური რესურსი სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება/დანერგვა დირექტორის მოადგილე, დამრიგებლები სადამრიგებლო პროგრამები; დამრიგებლის პორტფოლიო ადამიანური რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; პროექტის პროგრამა; ფოტო-ვიდეო მასალა ადამიანური რესურსი; მატერიალური რესურსი; ფინანსური რესურსი დიფერენცირებული სწავლება დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები; საგნობრივი კურიკულუმები; ინდივიდუალური გეგმები ადამიანური რესურსი; გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემის დანერგვა დირექტორი; მასწავლებლები კურიკულუმი; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; შეფასებები ადამიანური რესურსი შეფასების ვერიფიკაცია დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი განხორციელებული ვერიფიკაციის შედეგები; ადამიანური რესურსი დამხმარე რესუსურსების ვალიდაცია საგნობრივი კათედრები კათედრის ოქმები რემედიაციის პროგრამის ფარგლებში დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერის საკონსულტაციო გრაფიკი; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შედეგების ანალიზი და ანგარიში; ადამიანური რესურსი სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება სხვადასხვა ტიპის კითხვარების შემუშავება. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით დირექტორი; დირექტორის მოადგილე; კითხვარების ანალიზი ადამიანური რესურსი სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკური წერების ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ჩატარებული დიაგნოსტიკური წერის ანალიზი ადამიანური რესურსი; მატერიალური რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში ადამიანური რესურსი სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში ადამიანური რესურსი სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შესრულების მონიტორინგი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის ოქმი; ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა ადამიანური რესურსი საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; კათედრის ხელმძღავნელები გაკვეთილზე დასწრების შედეგები ურთიერთდასწრების შედეგები ადამიანური რესურსი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის შედეგად საუკეთესო მოსწავლეთა წახალისების პრაქტიკის დამკვიდრება დირექტორი; დირექტორის მოადგ
ამ ეტაპზე სკოლა პროგრამები არ გვაქვს. მოსწავლეებს ემსახურება სამარშუტო ტაქსი სკოლაში მოსასვლელად და სკოლოლიდან წასასვლელად
1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება; შენიშვნა და საჭიროებისამებრ ერთ- ერთი აკადემიური აქტივობა; ჩუმი კითხვა ან დამოუკიდებელი მეცადინეობა, აკადემიური დავალებები-დაწყებით საფეხურზე შემოქმედებითი საქმიანობა, საბაზო-საშუალო საფეხურზე რეფლექსიის დავალება. ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა ამ შემთხვევაში დისკუსის წრე/საუბარი გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; სასკოლო ოთახის დალაგება ბიბლიოთეკაში წიგნების მოწესრიგება სკოლის შენობისა და ეზო გარემოს მოწესრიგებაში დახმარება. თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.ზ) სანთებელა ან ასანთი; ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა; ს) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა; ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე). მუხლი 17. მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში: ა) გაკვეთილზე ზედიზედ არაერთგზის დაგვიანება; ბ) საგაკვეთილო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; გ) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის სასკოლო ფორმის გარეშე ტერიტორიაზე გამოცხადება სასწავლო დროს გარდა გამონაკლისისა. დ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება; ე) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ე.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ე.ბ) სანთებელა ან ასანთი; ე.გ) აზარტული თამაშის საშუალებები; 2. დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ე) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; ვ) მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა; ზ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ზ.ა) ალკოჰოლური საშუალებები; ზ.ბ) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები. თ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება. 3. დისციპლინური სახდელის სახით მკაცრი გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლ
სკოლაში ინფრასტრუქტურა არის კარგ მდგომარეობაში. სკოლის რეაბილიტაციის დროს შეძენილი იქნა ახალი ინფრასტრუქტურა
ცხრილის სახით მოცემულია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი იხილეთ მიბმულ ფაილად
Save this useful profile or send it to someone who may need it.
Your correction request goes directly to the admin panel for review.
Parent reviews