თბილისი, ისანი-სამგორი, ჭიჭინაძის ქ. №15-ა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 175
- Available places
- 30
- SEN capacity
- 18
- Available SEN places
- 13
თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, ჭიჭინაძის ქ. №15-ა
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: სკოლა ქმნის ხელსაყრელ პირობებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის; უზრუნველყოფს მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლების მაღალ ხარისხს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაცულ გარემოში, ხელს უწყობს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას; ქმნის გარემოს, რომელშიც მოსწავლეები ივითარებენ კულტურული ღირებულებებისა და მრავალფეროვნების პატივისცემის უნარს, აცნობიერებენ ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობას პოზიტიური სასკოლო გარემოს შესაქმნელად და თავად არიან მისი შექმნის მონაწილეები. სკოლის ხედვა: სსიპ ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლა არის ღია საზოგადოება, რომელიც წარმოადგენს ხარისხიანი განათლების, უსაფრთხო ,პოზიტიური გარემოსა და მოსწავლეების დემოკრატ , მოაზროვნე, წიგნიერ, დამოუკიდებელ, გლობალურ , ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბების ყველაზე კონკურენტუნარიან კერას( ჰაბი)თემში. სკოლის ღირებულებები:სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სკოლის სტრუქტურა
სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა
წლიური სამოქმედო გეგმა
მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტი
გასაჩივრების წესი
Save this useful profile or send it to someone who may need it.
Your correction request goes directly to the admin panel for review.
Parent comments