ფასში შედის ერთჯერადი სადილი (1-4 კლასებში)
შპს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
იმერეთი · ქუთაისი · დ. აღმაშენებლის გამზ. N 20
About the school
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესი” ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ეროვნული და მსოფლიო სტანდარტების განათლებაზე. სკოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო სკოლის და უმაღლესი სკოლის - აკადემიის პროგრამები, სადაც მულტიკულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება იმ უნარების განვითარება, რაც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრების რეალური გამოწვევების დაძლევისთვის. სწავლა ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობს და სკოლის კურსდამთავრებულები იღებენ როგორც სახელმწიფო ატესტატს, ასევე ამერიკული უმაღლესი სკოლის დიპლომს (აკრედიტირებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს "AdvancED"-ის და "უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს" მიერ). სწავლების კურიკულუმი ეფუძნება ეროვნულ და ამერიკულ მოდულებს. სკოლა მოწინავეა STEM საგნებში, პროგრამები დატვირთულია სამეცნიერო და საგანმანათლებო-კულტურული ღონისძიებებით და ფესტივალებით; სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურის, ფილოსოფიის, გარემოს დაცვის, სპორტული და სახელოვნებო კლუბები. სკოლა “პროგრესი” გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით და ჩართულია სოციალურ აქტივობებში რეგიონის მასშტაბით. ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესი” თანამშრომლობს საერთაშორისო საგანმანათლებლო საშუალო და უმაღლეს დაწესებულებებთან, მათ შორის ამერიკის, პოლონეთის და უკრაინის უნივერსიტეტებთან და ყოველწლიურად აწყობს გაცვლით პროგრამებს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის. სკოლის მოსწავლეები ემზადებიან საერთაშორისო გამოცდებისთვის, როგორიცაა: KET, PET, FCE, IELTS, PSAT, SAT, TOEFL, ასევე გერმანულ ენაში გოეთეს გამოცდებისთვის. სკოლის უმთავრესი აქტივი და დასაყრდენია მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც თითოეული მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. სკოლა “პროგრესის” მიზანია განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი თაობის აღზრდა, რომელიც იქნება შეუქცევად პროგრესზე ორიენტირებული და თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში.
- Listed name
- ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
- School type
- ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო ( 1–12 კლასის ჩათვლით) კერძო სკოლა
- Teaching languages
- ინგლისური, ქართული
- Grades
- 1–12
- Address
- დ. აღმაშენებლის გამზ. N 20
- Profile last updated
- 22.10.2021
Tuition fees
Prices may have changed; confirm directly with the school before deciding.
Save this useful profile or send it to someone who may need it.
Your correction request goes directly to the admin panel for review.

Parent comments