თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, ც. დადიანის ქ. №160
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 125
- თავისუფალი ადგილი
- 14
- სსსმ ლიმიტი
- 13
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 10
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, ც. დადიანის ქ. №160
მონაცემი 13 ნოემბერი, 2026-ის მდგომარეობით. რეგისტრაციის პერიოდში ადგილები სწრაფად იცვლება.
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისიაა მოსწავლეებისათვის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული განათლების მიცემა, მოსწავლეებში სწავლისა, გამომგონებლობის, საინფორმაციო, მედია, ტექნოლოგიური, სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მათ დამკვიდრებას, თანამედროვე სამყაროში ადაპტაციას. სკოლის საზოგადოება თანხმდება, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლიანობასა თანასწორობაზე დამყარებული ჰარმონიული ურთიერთობებია. ჩვენი მიზანია თითოეულმა მოსწავლემ მიაღწიოს მაღალ აკადემიურ მაჩვენებელს, რომ მან დამოუკიდებლად რეპეტიტორის გარეშე შეძლოს განათლების მიღება საქართველოსა და მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში. გამოიმუშაოს პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. მოსწავლეებს ჰქონდეთ ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გრძნობა. მიგვაჩნია, რომ მომავალი თაობა უნდა იყოს ლოგიკურად და კრიტიკულად მოაზროვნე, ობიექტური თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, დამოუკიდებელი უნარ-ჩვევებისა და მაღალი სამოქალაქო ღირებულებების მქონე , რომელიც შეძლებს სოციუმში თვითდამკვიდრებას, მიღებული ცოდნის რეალიზებას და მზად იქნება მომავალი განვითარებისთვის. ჩვენ მოსწავლეებს დავეხმარებით ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, ინდივიდუალიზმის გამოვლენაში, განუვითრებთ კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების უნარს და ხელს შევუწყობთ ციფრული კომპეტენციების განვითარებას, რაც მათ დაეხმარება გახდნენ თანამედროვე მოქალაქეები, შექმნან ქვეყნისთვის სასიკეთო მატერიალური , სულიერი, თუ ინტელეტუალური პროდუქტი. 2023-2024 სასწავლო წლის სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე. სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, დაწყებით (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) და საშუალო (X-XII კლასები) საფეხურზე დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ)საბაზისო უნარების წიგნიერების განვითრების ხელშეწყობა. გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისიაა: ა) საგანთა სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები წარმოაჩენს სკოლის როლს თემში, ორიენტირებულია სასკოლო საზოგადეობის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე და ქმნის სოციო-კულტურულ სივრცეს. სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს თემთან ურთიერთობა და მშობელთა ჩართულობის გაზრდა. ამისათვის სკოლაში პერიოდულად ხორციელდება სასკოლო პროექტები, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება აქტივობები მშობელთა ჩართულობით, სკოლას სტუმრობენ სხვადსხვასკოლის მისიაა, შექმნას გარემო,სადაც მოსწავლე იღებს ზოგად და პროფესიულ განათლებას ფორმალური და არაფორმალური სწავლების ინტეგრირებული გზით. სკოლა უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნას და სოციალური უნარების განვითარებას. მოზარდს ჩამოუყალიბოს ისეთი კომპეტენციები, რომელიც ხელს შეუწყობს წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას, რის შედეგადაც შეძლებენ მუდმივად ცვალებად და განვითარებად სამყაროში ადაპტირებას. ხედვა სკოლის ხედვაა -2031 წლისთვის სკოლა იქნება მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც არაფორმალური და ფორმალური სწავლება ეფექტურად უზრუნველყოფს მოსწავლის შემოქმედებით, პროფესიულ და პიროვნულ გზას. სასწავლო სააღმზრდელო პროგრამებით, გამოცდილი, კვალიფიციური პედაგოგების მეშვეობით უზრუნველყოს მოსწავლეების სწორ და ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბება, რომელთა ფასეულობებიც დამყარებული იქნება სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემასა და ადამიანობაზე. აღზარდოს ღირსეული, თავისი სამშობლოს პატრიოტი ადამიანი; იზრუნის არა მარტო ბავშვის განათლებაზე, არამედ მის ფიზიკურ განვითარებაზე; გაუღვიძოს მოსწავლეებს ურთიერთდახმარებისა და პატივისცემის ჩვევები, ხელი შეუწყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს; განუვითაროს მათ ტოლერანტობა. ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით; გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ სფეროს წარმატებული ადამიანები. აღნიშნული ხელს უწყობს სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების უზრუნველყოფას და ამასთანავე თემში ქმნის სოციო-კულტურულ სივრცეს, რომელიც ორიენტირებულია სასკოლო საზოგადოების უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე.
ჩვენი სკოლის სტრუქტურა მოიცავს: დირექციას (დირექტორი, დირექტორის მოადგილეები, ბუღალტერი); ადმინისტრაციას (მატ.ტექნიკური უზრუნვეყოფის კოორდინატორი, საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, საინფორმაციო მენეჯერი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგი) ; პედაგოგიურ საბჭოს (77 პედაგოგი); საგნობრივ კათედრებს, სამეურვეო საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს, დისციპლინურ კომიტეტს, ტექნიკურ პერსონალს - დარაჯს, ცეცხლფარეშს და მუშას; მოსწავლეთა თვითმმართველობას . სკოლას ჰყავს მანდატურის სამსახური, სკოლის ექიმი.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2024 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. წინა სასწავლო წლის საქმიანობის ანალიზი.ზოგადი შეფასება. 2025-2026 სასწავლო წლის საქმიანობის ანალიზი.1. 2025-2026 სასავლო წელს სკოლაში განხორციელდა სასწავლო პროცესის მოსწავლეტა აკადემიური შედეგების , მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის სისტემური მონიტორინგი. წლის ბოლოს ცატარდა მშობლებოს. ,პსწავლეების, მასწავლებლების გამოკითხვა და ასევე რეინტინგული წერების შედეგების მოსწავლეთა აკადემიური შეფასება . კვლევის მიზანი იყო: სასწავლო პროცესის ხარისხის შეფასება. ახალ სასწავლო წელს არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობა. სკოლის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების გამოვლენა.. მოსწავლეტა და მშობელთა კმაყოფილების დონის განსაძღვრა.მოსწალეთა საჭიროებების გამოვლენა.მომდენო სასწავლო წლის პრიორიტეტების განსაზღვრა.კვლევის შედეგების საფუძველზე გამოიკვეთა მშობლების და მოსწავლეების მხრიდან ახა სასწავლო წელს მეტი ყურადღება დაეთმოს არაფორმალურ განათლებას.
სკოლის ან მისი პერსონალის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პროგრამების, სერვისების, აქტივობების, რესურსების შესახებ არის კანონმდებლობის შესაბამისი, გამჭვირვალე.
სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვასა და გარანტიას. სკოლაში შემუშავებულია შინაგანაწესი, სადაც გაწერილია მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები, მათი წახალისების ფორმები. მოქმედებს მოსწავლეთა თვითმმართველობა, როგორც საშუალო ისე საბაზო საფეხურზე. ქმნიან სხვადასხვა კლუბებს. ამასთანავე, მოსწავლეთა თვითმმართველობა მონაწილეობს დისციპლინურ კომიტეტში და სამეურვეო საბჭოში. სადაც მოსწავლეები ახდენენ თავიანთი უფლებებისა დაცვისა და გარანტიების უზრუნველყოფას. სკოლას მოსწავლესთან/მის კანონიერ წარმომადგენელთან გაფორმებული აქვს კანონმდებლობის შესაბამისი ხელშეკრულებები. კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვასა და სასკოლო რეგულაციების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს სკოლა. მოსწავლის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვის ამსახველი დოკუმენტები როგორიც არის სკოლის შინაგანაწესი და მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, გამოკრულია თვალსაჩინო ადგილზე, იგივე დოკუმენტი დამრიგებლის მიერ განხილულია მშობელთა კრებაზე და ატვირთულია სოციალურ ქსელში, რომელსაც ეცნობიან მშობლები და ბავშვები. შინაგანაწესს იცნობს სკოლის ყველა თანამშრომელი და მშობელი, აღნიშნულის გაცნობის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, მისი გაცნობა ხდება მშობლებისათვის დამრიგებლის მეშვეობით პირველსავე კლასის საათზე. დირექციის წარმომადგენლებთან ერთად, ხდება შინაგანაწესისა და მოსწავლის ქცევის კოდექსის მთავარი პუნქტებისა და ცვლილებების გაცნობა.
სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლების შენობაში. სკოლის მატერიალური რესურსი და ინფრასტრუქტურა გამოიყენება დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და შეესაბამება არსებულ და/ან დაგეგმილ მოსწავლეთა რაოდენობას. სკოლა უზრუნველყოფს საგანმანთლებლო საქმიანობისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ რესურსს დადგენილი მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით; დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის; სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს; სკოლის ინფრასტრუქტურა ემსახურება სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას;
სკოლა თანხებს განკარგავს დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად.
შეინახე სასარგებლო პროფილი ან გაუგზავნე ადამიანს, ვისაც გამოადგება.
შესწორების მოთხოვნა პირდაპირ ადმინის პანელში მოხვდება და დამუშავების სტატუსს მიიღებს.
მშობლების შეფასებები