ზესტაფონი, სოფ. ილემი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 21
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, სოფელი ილემი
მონაცემი 13 ნოემბერი, 2026-ის მდგომარეობით. რეგისტრაციის პერიოდში ადგილები სწრაფად იცვლება.
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია: სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მისიაა, უზრუნველყოს ხარისხიანი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული ზოგადი განათლება, რომელიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებსა და უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს. სკოლა მიზნად ისახავს უსაფრთხო, თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა სრულად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, განივითაროს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, დამოუკიდებელი სწავლის, კომუნიკაციისა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღების უნარები. სკოლის მისიაა აღზარდოს განათლებული, თავისუფალი, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელი, კონკურენტუნარიანი და უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნება, რომელიც მზად იქნება წარმატებული თვითრეალიზაციისა და საზოგადოების განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის. ხედვა: სკოლა მუდმივად ცდილობს სასკოლო საზოგადოების წევრებს შეუქმნას სრულყოფილი უსაფრთხო, განვითარებადი, ინკლუზიური, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ფორმალური და არაფორმალური განათლების საშუალებით, მოხდება მოსწავლეთა არაფორმალური განათლებისა და სასკოლო თვითმმართველობის ხელშეწყობა, მათი ინიციატივების მხარდაჭერა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. სკოლის მთავარი ამოცანაა, ყველა მოსწავლე თანაბრად მოამზადოს და ხელი შეუწყოს მათში თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული იმ ღირებულებების, ფასეულობების ჩამოყალიბებას, რომელიც თანამედროვე გარემოში/სოფიუმში ადაპტაციისა და ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა; ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ გვაქვს მზაობა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და გვაქვს ორიენტირება გადავჭრათ პრობლემები. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: მუდმივად ვეძიებთ, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს და ვნერგავთ სიახლეებს. • გუნდურობა - ჩვენ მუდმივად მზად ვართ თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის. • უსაფრთხოება: ჩვენ ვქმნით თითოეული სასკოლო საზოგადოების წევრისთვის უსაფრთხო სასკოლო გარემოს. • ინკლუზიური გარემო - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავებებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მიმართ გულისხმიერი, ემპათიური დამოკიდებულებაა.
ილემის სკოლის ისტორია 1900 - იანი წლებიდან იწყება, როდესაც მღვდელ ვასილ გორგაძის ინიციატივით ერთკლასიანი სასწავლებელი გაიხსნა. 1919 წელს გაიხსნა ორ ოთახიანი დაწყებითი სკოლა, 1922 წელს კი სოფლის სიდიდის გამო მეორე სკოლაც დაარსდა. 1949 წლიდან სკოლა რვაწლიან სკოლად გადაკეთდა. მას შემდეგ რაც აიგო ახალი კაპიტალური შენობა, 1985 წელს სკოლა გახდა საშუალო განათლების. 2007 წლის შემდგომ განათლების სფეროში გატარებული რეფორმების შემდგომ სკოლა წარმოადგენს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების განათლების მიმცემ საჯარო სკოლას. სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში შემუშავებულია ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც საქმიანობის დაგეგმვისა და პასუხისმგებლობის განაწილების ეფექტური საშუალებაა. წესდებით განსაზღვრული ორგანიზაციის სტრუქტურის სავალდებულო რგოლებია: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, კათედრები. ორგანიზაციის თითოეული წარმომადგენელი გაცნობილია სკოლის მიერ დამტკიცებულ სამუშაო აღწერილობას (თანამდებობრივი ინსტრუქციები) რომელიც განსაზღვრავს იერარქიულ სტრუქტურას და მკაფიოდაა გაწერილი პერსონალის ფუნქციები, მოვალეობები, ამოცანები და მათი საქმიანობის როლი დაწესებულების სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. დოკუმენტი ხელმისაწვდომია თითოეული თანამშრომლისათვის (დირექტორი, ბუღალტერი, საქმიმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, დარაჯი -2 (ორი), დამლაგებელი - 2 (ორი), სპეციალური მასწავლებელი - 1 (ერთი). თანამშრომლებთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულებები, რომელშიც ასახულია მათი ფუნქცია - მოვალეობები. სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციები სრულად მოიცავს ყველა იმ სფეროსა და არეალს, რომლებიც სკოლის ძირითადი საქმიანობის შესრულებასა და მიზნებს უკავშირდება. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები გამიჯნულია ერთმანეთისაგან, ყველა მათგანი მოქმედებს დამოუკიდებლად, მაგრამ თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ამით ხელს უწყობენ სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას. სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინირებული მუშაობა ხელს უწყობს სტრატეგიული მიზნების მიღწევას. სკოლის სამოქმედო გეგმაში სკოლის ძირითადი მიზნებისა და ამ მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები ფუნქციების შესაბამისადაა განსაზღვრული. ყოველივე აღნიშნული ხელს უწყობს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას.
სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს, მოსწავლეების ფსიქოემოციური საჭიროებების იდენტიფიცირება ხდება მათზე დაკვირვებით, მშობლებთან გასაუბრებით. მოსწავლეების ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე ზრუნავს სკოლის ყველა თანამშრომელი, განსაკუთრებით სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან დაეხმარონ მოსწავლესა თუ მასწავლებელს. ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან (სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, საგნობრივი კათედრები, მრჩეველთა საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა) სკოლაში შექმნილი ნდობაზე დაფუძნებული გუნდური, ემპათიური და მიმღებლობითი გარემო ხელს უწყობს სკოლის პერსონალის ემოციურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნას. სკოლაში, მოსწავლეთა და მშობელთა ინტერესების გათვალისწინებით, ტარდება ხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, პროექტები, ექსკურსიები. დამრიგებლები მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენის მიზნით, სადამრიგებლო საათის ფარგლებში ატარებენ სხვადასხვა აქტივობებს (მინი ლექცია, საუბრები სხვადასხვა საკითხებზე, დისკუსია, პრეზენტაცია და ასე შემდეგ).
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში მოქმედებს პერსონალის და მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვის მექანიზმები. სკოლას შემუშავებული აქვს შინაგანაწესი, რომელშიც მოცემულია სკოლის პრიორიტეტები, სტრუქტურა, სასწავლო პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმები, სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება და ვალდებულებები. სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს შორის ურთიერთობათა პირობები, მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის, ადმინისტრაციის და ტექპერსონალის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. სკოლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებულია ,,სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მიმართ წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვის პროცედურა“, რომლის მიზანია თითოეულ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს თავისი უფლებების, სკოლაში არსებული საჩივრების სისტემისა და პროცედურების შესახებ. აღნიშნული ხელს უწყობს სამართლიანი და გამჭვირვალე სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც შესაბამისობაში იქნება საგანმანათლებლო მისიასთან.
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის სკოლას სარგებლობის უფლებით სახელმწიფოსგან გადაცემული აქვს ფართი მასზე არსებული შენობა ნაგებობით (ერთ მისამართზე არსებული 1 შენობა. სკოლის საკუთრებაში არსებული ფართი (საკლასო ოთახები, სკოლის დერეფნები, ეზო, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, კომპიუტერული ლაბორატორია, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტდარბაზი. საშუალებას აძლევს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, შესვენებაზე კი სრულფასოვნად დაისვენონ. სკოლა ერთცვლიანია. სკოლის მატერიალური რესურსი შესაბამისობაშია მოსწავლეთა რაოდენობასთან, კერძოდ, სკოლა აღჭურვილია ყოველ მოსწავლეზე ინდივიდუალური მერხითა და სკამით, საკლასო ოთახზე გათვლილია მინიმუმ ერთი ან ორი დაფა, მასწავლებლის მაგიდა და სკამი, კარადა რესურსებისთვის. სასწავლო მიზნებისათვის გამოიყენება კომპიუტერული ტექნიკა: კომპიუტერი, პროექტორი და ასე შემდეგ. სსსმ მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს რესურს ოთახი შესაბამისი ავეჯით, კომპიუტერებითა და მუდმივად განახლებადი სასწავლო რესურსებით.
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის ფინანსური რესურსები უზრუნველყოფს სკოლის სამოქმედო გეგმის განხორციელებას. სკოლის ფინანსური რესურსის განკარგვა ხდება სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად. სკოლა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ვაუჩერი, მასწავლებლების სერტიფიცირების დანამატი, სსსმ მოსწავლეების დაფინანსება და ა.შ).
შეინახე სასარგებლო პროფილი ან გაუგზავნე ადამიანს, ვისაც გამოადგება.
შესწორების მოთხოვნა პირდაპირ ადმინის პანელში მოხვდება და დამუშავების სტატუსს მიიღებს.
მშობლების შეფასებები