ვანი, სოფ. ზედა გორა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 45
- თავისუფალი ადგილი
- 42
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
იმერეთი · ვანი · ვანი, სოფელი ზედა გორა
მონაცემი 13 ნოემბერი, 2026-ის მდგომარეობით. რეგისტრაციის პერიოდში ადგილები სწრაფად იცვლება.
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია : სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის მისიაა შევქმნათ უსაფრთხო, საგანმანათლებლო გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე შეძლებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას. ჩვენ ხელს ვუწყობთ კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი უნარებისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებას, რათა აღვზარდოთ XXI საუკუნის გამოწვევებისთვის მომზადებული, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი პიროვნებები. სკოლის ხედვა : სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა გავხდეთ წამყვანი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ცნობილია სწავლების მაღალი აკადემიური სტანდარტებით, ინოვაციებითა და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომით; ადგილი, სადაც განათლება ეფუძნება თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და მუდმივ განვითარებას. სკოლის ღირებულებები : • ხარისხი და აკადემიური კეთილსინდისიერება: სწავლა-სწავლების პროცესში მაღალი სტანდარტების დაცვა, ობიექტურობა და კეთილსინდისიერება. • თანასწორობა და ინკლუზიურობა: თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურობის პატივისცემა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა განურჩევლად სქესისა, ეთნიკური, სოციალური თუ ფიზიკური შესაძლებლობებისა. • ინოვაცია და განვითარება: თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სწავლების ახალი მეთოდების მუდმივი დანერგვა. • პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი ცნობიერება: საკუთარი ქმედებების, საზოგადოებისა და გარემოს წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება. • თანამშრომლობა და გუნდურობა: მჭიდრო ურთიერთაკავშირი მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის საერთო მიზნების მისაღწევად.
შეინახე სასარგებლო პროფილი ან გაუგზავნე ადამიანს, ვისაც გამოადგება.
შესწორების მოთხოვნა პირდაპირ ადმინის პანელში მოხვდება და დამუშავების სტატუსს მიიღებს.
მშობლების შეფასებები