გორი, სოფელი წითელუბანი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 23
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი წითელუბანი
მონაცემი 13 ნოემბერი, 2026-ის მდგომარეობით. რეგისტრაციის პერიოდში ადგილები სწრაფად იცვლება.
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისიაა - შევუქმნათ მოსწავლეს ხელსაყრელი პირობები, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. განვუვითაროთ მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები. მივცეთ საჭირო ცოდნა, დავუმკვიდროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს არსებულის ხარჯზე. იყოს კანონმორჩილი ტოლერანტი მოქალაქე. საკუთარი ქვეყნისა და სხვათა ტრადიციების დამცველი. ხედვაა - სკოლა ახორციელებს მიზანმიმართულ საქმიანობას თავისი მისიით გათვალისწინებულ მოაზროვნე, შემოქმედებითი ფიზიკურად სულიერად ჯანსაღი, პატრიოტი და დემოკრატიული ფასეულობების მქონე მოქალაქის აღზრდისათვის შესაბამისი სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნისა და მისი განვითარებისთვის. ღირებულებები - სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით. ● გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებებისაჯაროდაა ხელმისაწვდომი დაწინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. ● მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებულიგადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. ● თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემის გადაჭრაზე. ● ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. ● განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
შეინახე სასარგებლო პროფილი ან გაუგზავნე ადამიანს, ვისაც გამოადგება.
შესწორების მოთხოვნა პირდაპირ ადმინის პანელში მოხვდება და დამუშავების სტატუსს მიიღებს.
მშობლების შეფასებები