ახალქალაქი, სოფელი კოთელია
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 23
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ახალქალაქი · ახალქალაქი, სოფელი კოთელია
მონაცემი 13 ნოემბერი, 2026-ის მდგომარეობით. რეგისტრაციის პერიოდში ადგილები სწრაფად იცვლება.
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ - თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლა მისია აღზარდოს მოაზროვნე პიროვნება, რომელიც თავისი ცოდნითა და განათლებით ღირსეულად შეძლებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას მშობლიური მრავალეთნიკური რეგიონის განვითარებაში. სკოლა შექმნის ისეთ გარემოს, სადაც მოსწავლეები იგრძნობენ თავს ლაღად, დაცულად, განავითარებენ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, იქნებიან შემწყნარებელნი ყოველგვარი განსხვავებულის მიმართ და შეძლებენ სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლას. ხედვა სკოლა უსაფრთხო და ემოციურად დადებითი გარემოს შეთავაზებით, ასევე, პროფესიონალი მასწავლებლებისა და მთელი სასკოლო საზოგადოების მხრიდან ინოვაციური იდეების მხარდაჭერით, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, თანასწორობის დაცვისა და ტოლერანტობის პრინციპის გათვალისწინებით 2030 წლისათვის გახდება პრესტიჟული მთელ რეგიონში. ღირებულებები ჩვენი სკოლის ღირებულებებია: • 1 სამართლიანობა • 2.გუნდურობა/თანამშრომლობა • 3.ზრუნვა • 4.ღიაობა სკოლა სასკოლო საზოგადოებასა და თემს სთავაზობს მოსწავლესა და საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე ორიენტირებულ ეროვნულ სასწავლო პროგრამას, საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, თანამედროვე, 21-ე საუკუნის ინოვაციური ტექნოლოგიების დაუფლებაში, მსოფლმხედველობისა და თვალსაწიერის გაფართოებაში, შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაში. სკოლისთვის პრიორიტეტულია თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით ტოლერანტი მოქალაქის აღზრდა. თანაგანცდა წარმართავს ჩვენს ქცევას. თანაგანცდის უნარის წყალობით, ინდივიდუალურად ვუდგებით თითოეულ ბავშვს, მშობელსა თუ თანამშრომელს, ვისმენთ, ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებსა და სურვილებს. საზოგადოებისა და თემის პრობლემების გააზრებითა და მისი გადაჭრის გზების ძიებით მოსწავლეში სამოქალაქო უნარ-ჩვევებისა და პასუხისმგებლობის გრძნობას ვავითარებთ. პიროვნული ზრდის მიზნით სასკოლო საზოგადოება ზრუნავს მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებაზე. წახალისებულია და მხარდაჭერილია მთელი სასკოლო საზოგადოების ინიციატივები. განათლებული, ჯანსაღი მიზნებისა და ფასეულობების მქონე, პატრიოტული სულისკვეთების ახალგაზრდა თაობა კი ქვეყნის წარმატებული მომავლის გარანტიაა.
სკოლის სტრუქრურა
სტრატეგიული გეგმა
გასაჩივრებისა და განცხადების წარდგენის წესი; მოსწავლეთა ჩარიცხვის,საფეხურის დაძლევის,მობილობის,სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი მოსწავლეთა ადაპტაციიც წესი
მოსწავლის უფლებების დაცვის წესი შინაგანაწესი
ფოტომასალა
სკოლის ფინანსები
შეინახე სასარგებლო პროფილი ან გაუგზავნე ადამიანს, ვისაც გამოადგება.
შესწორების მოთხოვნა პირდაპირ ადმინის პანელში მოხვდება და დამუშავების სტატუსს მიიღებს.
მშობლების შეფასებები