რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · ოფიციალური მონაცემები

სსიპ - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · მესტია · მესტია, სოფელი ყარ-სგურიში

რეესტრის კოდი#1665
მოსწავლე57
მასწავლებელი17
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მადონა ჭკადუა
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
13/08/2026
ავტორიზაციის დასრულება
13/08/2035
პირველკლასელთა მიღება

ადგილების ინფორმაცია

მონაცემი 13 ნოემბერი, 2026-ის მდგომარეობით. რეგისტრაციის პერიოდში ადგილები სწრაფად იცვლება.

მესტია, სოფელი ყარ-სგურიში

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
40
თავისუფალი ადგილი
38
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
5
ახლოს მდებარე

სხვა სკოლები ამ მუნიციპალიტეტში

მესტიის ყველა სკოლა
სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის ხედვა, მისისა, ღირებულებები მისია: მისია: ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში განათლებული, კულტურული, ქვეყნის ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კონკურენტუნარიანი, თავისუფალი, შემოქმედი პიროვნების აღზრდა ხედვა: სკოლის ხედვაა, რომ იყოს სტაბილური და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი, მოტივირებული და კონკურენტუნარიანი ადამიანის ჩამოყალიბებაზე. ღირებულებები: თანამშრომლობა, გუნდურობა, გამჭვირვალობა, დემოკრატია, ობიექტურობა, განვითარება და ინოვაციურობა.

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

7 წლიანი სტრატეგიული გეგმა ჩასწორებული.docx21/09/2026 18:56:02 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

წინამდებარე დოკუმენტი: განხილულია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე 03.09.2025წ ოქმი N2 დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს სხდომაზე 4.09.2025წ ოქმი N1 სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურისის საჯარო სკოლა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 სასწავლო წელი ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (გამომდინარე 7-წლიანი სტრატეგიული გეგმის პრიორიტეტებიდან) 1. სწავლების ხარისხისა და აკადემიური მიღწევის გაუმჯობესება სტრატეგიული მიზანი მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება დაბალი აკადემიური მიღწევის მქონე მოსწავლეების მხარდაჭერის სისტემური გაძლიერებით. სამოქმედო გეგმა. სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები პასუხისმგებელი პირი/სტრუქტურული ერთეული შესრულების პერიოდი შესრულების ინდიკატორები/ მტკიცებულება რესურსები IX X XI XII I II III IV V VI VII VIII ადამიანური მატერიალური ფინანსური სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა რევიზიისა და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, საგნობრივი კურიკულუმების შემუშავება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; საგნობრივი კათედრის ოქმები; შემუშავებული კურიკულუმები; დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმა. მასწავლებლები; რემედიაციის პროგრამის შემუშავება მასწავლებლები; შემუშავებული/განხორციელებული პროგრამები მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერის საკონსულტაციო გრაფიკი მოსწავლის აკადემიური მიღწევების შედეგების ანალიზი-რემედიაციაში ჩართული პედაგოგების ანგარიშები/ამსახველი მასალა. შესაბამისი საგნის მასწავლებლები სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება დირექტორი; სამეურვეო საბჭო; პედაგოგიური საბჭო; შესაბამისი დოკუმენტაციის დამტკიცების მასალები დირექტორი პედაგოგიური საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს წევრები სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება/სწავლება დირექტორი; ისგ ჯგუფები; ისგ ჯგუფის ოქმები; შემუშავებული ინდივიდუალური გეგმები; დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმა. პედსაბჭოს ოქმი ინდ. გეგმების დამტკიცებასთან დაკავშირებით სპეციალური მასწავლებლის სამოქმედო გეგმა-ანგარიში. დირექტორი ისგ ჯგუფის, პედაგოგიური საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს წევრები მოსწავლეთათვის ახალი კლუბების, წრეებისა და დამატებითი აქტივობების შეთავაზება დირექტორი; საგნობრივი მასწავლებლები; მოსწავლეთა თვითმმართველობა სასკოლო კურიკულუმი; მოსწავლეთა თვითმმართველობის ოქმი; დირექტორი საგნობრივი მასწავლებლები; მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები სკოლის ინფრასტრუქტურა სკოლის ბიუჯეტი/ეკონომიკური შემოსავლები სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება/ დანერგვა დამრიგებლები შემუშავებული პროგრამები; დამრიგებლის პორტფოლიო. კლასის დამრიგებლები შიდა სასკოლო პროექტების დაგეგმვა/ორგანიზება დირექტორი.საგნობრივი კათედრები; პროექტის პროგრამა; ფოტო-ვიდეო მასალა კათედრების ანგარიშები დირექტოსაგნობრივ კათედრებში შემავალი მასწავლებლები სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემის დანერგვა დირექტორი; მასწავლებლები შემუშავებული შეფასების რუბრიკები; ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; შეფასებები დირექტორი; მასწავლებლები დამხმარე რესუსურსების ვალიდაცია საგნობრივი კათედრები კათედრის სხდომაზე შეთანხმებული დამხმარე რესურსები საგნობრივ კათედრებში შემავალი მასწავლებლები შეფასების ვერიფიკაცია-შემუშავება და განხორციელება დირექტორი ვერიფიკაციის ჯგუფი სასკოლო სასწავლო გეგმა საგნობრივი კათედრების ოქმი დირექტორის ბრძანება ვერიფიკაციის ჯგუფის შექმნაზე ვერიფიკაციის ჯგუფის სამოქმედო გეგმა-ანგარიშები-ამსახველი მასალა/ განხორციელებული ვერიფიკაციის შედეგები; ვერიფიკაციის ჯგუფი მასწავლებლები საჭიროების შემთხვევაში, რემედიაციის პროგრამის ფრგლებში, დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა დირექტორის მასწავლებლები მოსწავლეთა აკადემიური მხარდაჭერის საკონსულტაციო გრაფიკი; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შედეგების ანალიზი და ანგარიში; დირექტორი. საგნის მასწავლებლები სკოლის ინფრასტრუქტურა სასკოლო საზოგადოების პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით დირექტორი. კითხვარების ანალიზი დირექტორი. სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება დიაგნოსტიკური წერების ჩატარება დირექტორი; კათედრები ჩატარებული დიაგნოსტიკური წერის ანალიზი დირექტორი სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდული მონიტორინგი დირექტორი დირექტორის ანგარიში დირექტორი, სკოლის ინფრასტრუქტურა სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი დირექტორი; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში დირექტორი, სსს, მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შესრულების მონიტორინგი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის ოქმი; ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა დირექტორის ბრძანება შიდა მონიტორინგის ჯგუფის დამტკიცების შესახებ ინკლუ

პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1.1. სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ- სგურისის საჯარო სკოლის მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფი არის სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი, რომელიც მოსწავლეთა მხარდაჭერის, ინფორმირებულობის, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობის, არსებული სირთულეების იდენტიფიცირების მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებსა და აქტივობებს. 1.2. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საკუთარ ფუქციებს და ვალდებულებებს ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის მარეგულირებელი აქტების შესაბამისად და მის ფარგლებში; 1.3 მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფი მხარს უჭერს სკოლის ადმინისტრაციას და მუშაობს სკოლასთან შეთანხმებით, რათა ხელი შეუწყოს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობის გაზრდას; მუხლი 2. მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფის ფუნქციები 2.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 2.2. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 2.3. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 2.4. მოსწავლისათვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით დახმარება; 2.5. მოსწავლეთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა; 2.6. მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარების ხელშეწყობა; 2.7. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 2.8. მოსწავლის სასკოლო ცხორვებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 2.9. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა; 2.10. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საქმნიანობას ახორციელებს სკოლის სხვა სტუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით. მუხლი 3. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფის წევრები 3.1. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფის წევრებს კომპეტენციიდან გამომდინარე არჩევს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი ბრძანებით. 3.2. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფში აუცილებლად უნდა შედიოდნენ:  ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი არსებობის შემთხვევაში;  ექთანი;  საგნობრივი კათედრის წარმომადგენელი/წარმომადგენლები;  კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კვალიფიკაციის პირი

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

დოკუმენტები

საჩივრისა და განცხადების წარდგენის წესი ყარ-სგურიში.docx21/09/2026 19:21:05 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა—
ფინანსები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ფინანსები.xls30/09/2026 18:53:01 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე