საგარეჯო, სოფ. ჩაილური
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 12
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, სოფელი პატარა ჩაილური
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია ყველა მოსწავლეს შეუქმნას თანაბრად უსაფრთხო, პიროვნული და მორალური განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემო; აღზარდოს მაღალი სამოქალაქო ცნობიერების, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ტოლერანტი,საკუთარი უფლება-მოვალეობების პასუხისმგებლობით გამააზრებელი, ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედი, ზოგადსაკაცობრიობო იდეების შემცნობი და გამზიარებელი მოქალაქე. ხედვა 2031 წლისათვის სკოლამ უზრუნველყოს: ყველასათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი, თანაბ არი პირობების მქონე წამახალისებელი გარემო; ეროვნულ საგანმანათლებლო სივრცესი აქტიური ჩართულობა, მიმღებლობის, შემოქმედებითობის , კრიტიკული აზროვნების, უნარის გამომუშავება-განვითარება. ღირებულებები უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; მაღალზნეობრივი, კვალიფიციური, წიგნიერი მასწავლებლები; გაზიარებული ლიდერობა და გუნდური მუშაობა; მოსწავლეთა იდეების/კრეტივების მხარდაჭერა-წახალისება; ინკლუზიური გარემოს შექმნა და ყველა მოსწავლის ჩართვა სკოლის მიერ დაგეგმილ აქტივობებში; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისთვის დაგეგმილი ღონისძიებები; ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის ღონისძიებები.
სსიპ-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის სტრუქტურა: 1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, დირექციის დამხმარე პერსონალს/ადმინისტრაციას, მრჩეველთა საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, ტექნიკურ პერსონალს; 2. სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, ახორციელებს სკოლის დირექტორი; 3. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭო კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებში და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას; 4. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო – პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს და ასრულებს სკოლის წესდებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს; 5. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი; 6. სკოლაში დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს.
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები სსიპ-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის შინაგანაწესშია გაწერილი.
ამ ეტაპისათვის სკოლა არის სრულად სარეაბილიტაციო.
სკოლას დაფინანსება წარმოადგენს მოსწავლეზე გათვლილ ვაუჩერს, სკოლის ფინანსური მხარე ორიენტირებულია აუცილებელი ხარჯების დაფარვაზე.
შეინახე სასარგებლო პროფილი ან გაუგზავნე ადამიანს, ვისაც გამოადგება.
შესწორების მოთხოვნა პირდაპირ ადმინის პანელში მოხვდება და დამუშავების სტატუსს მიიღებს.
მშობლების კომენტარები