რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · ოფიციალური მონაცემები

სსიპ - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლა

კახეთი · ახმეტა · ახმეტა, სოფელი ბირკიანი

რეესტრის კოდი#1133
მოსწავლე108
მასწავლებელი21
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ეთერი წინწალაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
პირველკლასელთა მიღება

ადგილების ინფორმაცია

მონაცემი 13 ნოემბერი, 2026-ის მდგომარეობით. რეგისტრაციის პერიოდში ადგილები სწრაფად იცვლება.

ახმეტა, სოფელი ბირკიანი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
14
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
ახლოს მდებარე

სხვა სკოლები ამ მუნიციპალიტეტში

ახმეტის ყველა სკოლა
სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

ჩვენი მისია ყოველი ბავშვის პოტენციალის სრული რეალიზება, თავისუფალი, მოაზროვნე და ჰარმონიული თაობის აღზრდა. ჩვენი სკოლის უმთავრესი მისიაა, შექმნას უსაფრთხო, თანასწორი და ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე. ადგილი, სადაც თითოეული მოსწავლე მიიღებს თანამედროვე, ხარისხიან განათლებას და მზად იქნება აკადემიური თუ ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის. ჩვენ ხელს ვუწყობთ ბავშვებში უნიკალური ნიჭის აღმოჩენას, თვითრწმენის ამაღლებას და მათ ჩამოყალიბებას აქტიურ, პასუხისმგებლიან და გლობალური ხედვის მქონე მოქალაქეებად. ________________________________________ ჩვენი მიზანია: • ინდივიდუალური მიდგომა: თითოეული მოსწავლის ინტერესების, შესაძლებლობებისა და ძლიერი მხარეების გამოვლენა და განვითარება. • მომავლის უნარები: სწავლის პროცესის ორიენტირება შედეგზე, კრიტიკულ აზროვნებაზე, დამოუკიდებლობასა და შემოქმედებით მიდგომებზე. • ღირებულებათა სისტემა: მოზარდებში ურთიერთპატივისცემის, ტოლერანტობის, მორალური პასუხისმგებლობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. • ტექნოლოგიური პროგრესი: საინფორმაციო და ციფრული ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც აუცილებელია თანამედროვე სამყაროში ნავიგაციისთვის. ________________________________________ ჩვენი ძირითადი ღირებულებები ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს ემყარება: • ჯანსაღი და ჰარმონიული განვითარება: ფიზიკური და მორალური კეთილდღეობის სინთეზი. • მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ: არასდროს გავჩერდეთ მიღწეულზე. • პროგრესი ინოვაციური სწავლებით: ცოდნის მიღების თანამედროვე გზების ძიება. • მსოფლიო მოქალაქეობა: გლობალური ხედვისა და ეროვნული ფასეულობების ერთიანობა. ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეებს გახდნენ დამოუკიდებლები, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ მომავალზე, პატივი სცენ კულტურულ მრავალფეროვნებას და იყვნენ მზად სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად. ჩვენი ამოცანაა: • შევქმნათ ინკლუზიური, მიმზიდველი და მრავალფეროვანი სასწავლო გარემო. • აღვზარდოთ მოსწავლეები, რომლებიც იქნებიან ინტელექტუალურად ძლიერები და მზად მომავლის ლიდერობისთვის

სტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლის სტრუქტურა შედგება დირექცია-ადმინისტრაციისგან, სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოსაგან, დისციპლინური კომიტეტისა და მოსწავლეთა თვითმმართველობისაგან. თითოეული თანამშრომლის მოვალეობა ჩადებულია ხელშეკრულებებში, შემუშავებული გვაქვს ხარისხის მართვის და პროფესიული მხარდამჭერი ჯგუფის დებულება, უსაფრთხოების დებულება, მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება, დისციპლინური კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით №167/ნ „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის შესაბამისად და 2017 წლის 9 მარტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების №36/ნ „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №167/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილების შესაბამისად. სკოლის შინაგანაწესის გათვალისწინებით. სასკოლო საზოგადოების მუშაობა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას ეროვნულ მიზნებს და საქართველოს კანონს ზოგადი განათლების შესახებ. ვეცნობით და ვითავისებთ მათში შესულ ყველა ცვლილებას

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლის სტრატეგიული ხედვა და განვითარების პრიორიტეტები ჩვენი სკოლის სტრატეგიული ხედვა ეფუძნება რეალურ საჭიროებებს, თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებსა და სასკოლო საზოგადოების — მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების — საერთო ინტერესებს. სკოლის გრძელვადიანი პროგრესისთვის, ურთიერთთანამშრომლობის პრინციპით, შემუშავებულია 6-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა და მასზე დაფუძნებული 1-წლიანი სამოქმედო გეგმა. ეს დოკუმენტები დეტალურად განსაზღვრავს ჩვენს მიზნებს, სკოლის განვითარების ეტაპებსა და იმ კონკრეტულ აქტივობებს, რომლებიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება. ________________________________________ სტრატეგიული მიზნები და განვითარების გზები: • სწავლის ხარისხის მუდმივი ამაღლება: სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე, ინტერაქტიული მეთოდოლოგიების დანერგვა და მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის გაძლიერება. • უსაფრთხო და პოზიტიური გარემო: სკოლაში ჯანსაღი, ორგანიზებული, დაცული და ემოციურად სტაბილური კლიმატის შექმნა, სადაც თითოეული ბავშვი თავს კომფორტულად იგრძნობს. • სააღმზრდელო და კათედრების მხარდაჭერა: სასკოლო კათედრებისა და სადამრიგებლო პროგრამების ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა, რაც მოზარდების პიროვნულ ზრდას უზრუნველყოფს. • პედაგოგთა პროფესიული ზრდა: მასწავლებელთა უწყვეტი განვითარების, ტრენინგებისა და გამოცდილების გაზიარების სამუშაო ფორმატების მხარდაჭერა. • ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები: სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, სრული კომპიუტერიზაცია და ციფრული რესურსების ინტეგრირება ყოველდღიურ სასწავლო პროცესში. • რესურსების მართვა და ბიბლიოთეკა: სასკოლო ბიბლიოთეკის მუდმივი განახლება, საგანმანათლებლო ბაზის დახვეწა და ფინანსური რესურსების გამჭვირვალე, ეფექტური მართვა. • ეფექტური მენეჯმენტი და პარტნიორობა: გადაწყვეტილებების დროული, კოლეგიური მიღება სასკოლო საზოგადოების ჩართულობით და გარე პარტნიორული ურთიერთობების გაფართოება.

წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

მოკლე ინფორმაცია 2023-2024 სასწავლო წლის სკოლის განვითარების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა 1. სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება, სკოლის ორგანიზაციული განვითარება N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 1.1 სკოლის დოკუმენტაციის: სკოლის შინაგანაწესის, სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება დირექტორი, ბუღალტერი სამეურვეო საბჭო 1.2 საქმისწარმოების ერთიანი სისტემის წარმოება დირექცია, საქმისმწარმოებელი 1.3 მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დირექტორი, 1.4 სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, შეთანხმება, განხილვა- დამტკიცება დირექტორი, სტრუქტურული ერთეულები: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო 1.5 სკოლის 2024 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შემუშავება/დამტკიცება დირექტორი, ბუღალტერი, 1.6 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და ხარისხის განვითარების მიზნით პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის მუშაობა დირექტორი, პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი კათედრები მასწავლებლები 2. სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლება N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 2.1 სასწავლო პროცესის მონიტორინგის განხორციელება. დირექტორი, მონიტორინგის ჯგუფი 2.1 მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა დირექტორი, მასწავლებელები, სპეციალური მასწავლებელი 2.2 კათედრების მიერ რეკომენდაციების შემუშავება თანამედროვე მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით; შემაჯამებელი დავალებების ანალიზი ახალი სკოლის მოდელის დანერგვაზე მუშაობა კათედრები 2.3 საგაკვეთილო პროცესის მოდერნიზაცია ინტეგრირებული სწავლება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დირექტორი, მასწავლებლები, ისტ-ის მასწავლებელი 2.4 ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობების განხორციელება და განვითარების მუდმივი კონტროლი პროფესიული მხარგაჭერის ჯგუფი დირექტორი, 2.5 საგნობრივი კათედრების სამუშაო გეგმების შემუშავება, დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა. საგნობრივი კათედრები 2.6 სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება და დამრიგებლის საათის ჩატარება დირექტორი დამრიგებელი 2.7 კლასების მიხედვით დამრიგებლის ფუნქციის განსაზღვრა დირექტორი 2.8 მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა, რეიტინგის განსაზღვრა და თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება დირექტორი მასწავლებლები. 2.9 შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა, საოლიმპიადო ჯგუფების დაკომპლექტება სხვადასხვა საგნებში დირექტორი, კათედრები, შესაბამისი საგნის პედაგოგები 2.10 შესაბამისი სასწავლო აქტივობების დაგეგმვა (პროექტები, პრეზენტაციები, კონკურსები, ოლიმპიადები, მიზნობრივი ექსკურსიები და ა.შ.) ორგანიზება დირექტორი, დამრიგებლები, კათედრები, მასწავლებლები 2.11 კლუბური მუშაობის დანერგვა და მართვა დირექტორი მოსწავლეთა თვითმმართველობა დამრიგებლები, მასწავლებლები 2.12 სკოლის მიერ მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების შეთავაზება დირექტორი. 3. სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 3.1 სკოლის დემოკრატიული მართვის პრინციპების დამკვიდრება დირექტორი, სამეურვეო საბჭო 3.2 მმართველობის სწორი და ეფექტური დელეგირება დირექტორი 3.3 სკოლის საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ფუნქციების გადანაწილება გუნდური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისათვის. დირექტორი, სამეურვეო საბჭო 3.4 მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანოს შექმნა სამეურვეო საბჭო 4. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 4.1. საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის დახვეწა და განვითარება. დირექტორი, საქმისმწარმოებელი 4.2. სკოლის მონაცემთა ბაზის ელექტრონულ ფორმატში ორგანიზება საქმისმწარმოებელი 5. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 5.1. სკოლის კეთილმოწყობა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და განვითარება დირექტორი. ბუღალტერი 5.2. სკოლის ექიმის კაბინეტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება დირექტორი; ბუღალტერი სკოლის ექიმი. 5.3. შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება დირექტორი ბუღალტერი 6. სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით. N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 6.1. სკოლის შევსება კომპიუტერებით და სხვა ტექნიკური საშუალებებით პროექტორი, პრინტერი, ლეპტოპი და სხვა. დირექტორი, ბუღალტერი 6.2. წიგნადი ფონდის შევსება, საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების მოძიება. დირექტორი, ბუღალტერი ბიბლიოთეკარი 6.3. მ

პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

საგნობრივი კურიკულუმები შემუშავებულია თითოეული საგნისა და კლასის მიხედვით, მოსწავლეების ასაკის გათვალისწინებით, დაგეგმილია როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო საფეხურზე. მასწავლებლები ცდილობენ თითოეული გაკვეთილი დაგეგმონ კლასის მოსწავლეებზე დაყრდნობით, მათი შესაძლებლობის გათვალისწინებით, დიფერენცირებული სწავლების გამოყენებით. მასწავლებლები ცდილობენ დავალებების ინსტრუქცია გაკვეთილის ფარგლებში გასაგებად მიაწოდონ მოსწავლეებს და აძლევენ შესაძლებლობას სხვადასხვა სახით წარმოადგინონ შესრულებული დავალება, მათთვის მოსახერხებელი ფორმით, რაც მისაღები და სასიამოვნოა მოსწავლეებისთვის, ეჩვევიან სწავლას კეთებით, რაც მათ მოტივაციას უწყობს ხელს. შედგენილი საგნობრივი კურიკულუმები წარმოადგენს მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის გზას. 21-ე საუკუნის გლობალური უნარები: ფუნდამენტური, მეცნიერული, ციფრული, ფინანსური, სამოქალაქო წიგნიერება, კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, კოლაბორაცია, თანამშრომლობა, კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა, ინიციატივიანობა, სიმტკიცე, გამბედაობა, სოციალურ-კულტურული ცნობიერება, სოციალური ურთიერთობა და სხვა, გათვალისწინებულია საგნობრივ კურიკულუმში. გაკვეთილები ისეა დაგეგმილი, რომ მოიცავს აღნიშნული უნარების განვითარებას. ამ მიზნით, სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსები, საკანცელარიო ნივთები და თანამედროვე ტექნოლოგიები. აღნიშნული მიდგომა და სასკოლო კურიკულუმის წარმატებული განხორციელება ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმებიტექსტური ინფორმაცია

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის განაწილებული მანდატური (შემდგომში - მანდატური), ხოლო იმ სკოლებში სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 2 .შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა 1.დაუშვებელია დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში. 2.დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში, რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. დასაქმებულს უფლება აქვს, კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 18:00 საათი. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე. 4. დასაქმებული, რომელიც მეძუძური დედაა და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 (ერთი) საათისა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში. აღნიშნული ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება. 5. სკოლაში დასაქმებულებისთვის ამ მუხლისაგან განსხვავებული სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, შესვენების, დასვენებისა და სამუშაო დრო შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. 6. სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიებისთვის საჭირო დრო, რომელიც ემთხვევა უქმე საათებს შეიძლება ანაზღაურდეს სხვა დროს დამატებითი დასვენების ხარჯზე სკოლის დირექციასთან შეთანხმებით. მუხლი 4. სამუშაო დროის აღრიცხვა 1. დასაქმებულთა სამუშაო დროის ყოველდღიური აღრიცხვა წარმოებს ჟურნალის ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2. ყველა დასაქმებული ვალდებულია სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების რეგისტრაცია ასახ

ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლას 2013 წლის 31 -მაისიდან სარგებლობის უფლებით სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის ფართი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. შენობა არის 2 კორპუსი, შენობაში განთავსებულია 12-საკლასო ოთახი,სველი წერტილი, დირექტორის კაბინეტი, სამედიცინო კაბინეტი, სამასწავლებლო, , კომპიუტერული ლაბორატორია , ბიბლიოთეკა. სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლა არის რეაბილიტირებული.