სკოლის პროგრამა შეესაბამება თანამედროვე გერმანულ სასწავლო გეგმებს. პროგრამაში ამავდროულად გათვალისწინებულია ქართული სასკოლო კურიკულუმის მნიშვნელოვანი ელემენტები და ქართველი მოსწავლეები გერმანული ენის პარალელურად ქართული ენას პირველი კლასიდანვე სწავლობენ.
ა(ა)იპ თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი
თბილისი · თბილისი/ძველი თბილისი · წყნეთის გზატკ. 63
სკოლის შესახებ
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა გახლავთ წევრი გერმანული სკოლების მსოფლიო გაერთიანებისა, რომელიც გერმანული საერთაშორისო სკოლების თავისუფალი, არაკომერციული წარმომადგენელია დაასევე საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არის აღიარებული. ჩვენი სკოლის მოსწავლეები გერმანიაში აღიარებულ სასკოლო განათლებას მიიღებენ, ამასთან საქართველოს კულტურასა და ქართულ ენას შეისწავლიან. ჩვენს სკოლაში ქართველი და სხვა ეროვნების მოსწავლეები გერმანულენოვან სასწავლო გარემოში გერმანულ ენასა და კულტურას ეცნობიან. სამიდან ექვს წლამდე ბავშვები სკოლასთან არსებულ საბავშვო ბაღში გერმანულენოვან გარემოში თამაშობენ და სწავლობენ. ბაღის აღსაზრდელებს, რომელთა მშობლიური ენაც გერმანული არაა, ეს საბავშვო ბაღი გერმანულენოვან სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად განსაკუთრებული მეთოდით მომზადებას, ენის თამაშით სწავლებას, სთავაზობს.
- პროფილში მითითებული დასახელება
- ა(ა)იპ თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი
- სკოლის ტიპი
- დამოუკიდებელი დაწყებითი სკოლა ( 1–4 კლასის ჩათვლით) კერძო სკოლა
- სწავლების ენა
- გერმანული, ქართული
- კლასები
- 1–4
- მისამართი
- წყნეთის გზატკ. 63
- პროფილის ბოლო განახლება
- 15.01.2022
სწავლის საფასური
ფასი შეიძლება შეცვლილი იყოს; გადაწყვეტილებამდე გადაამოწმე უშუალოდ სკოლასთან.
შეინახე სასარგებლო პროფილი ან გაუგზავნე ადამიანს, ვისაც გამოადგება.
შესწორების მოთხოვნა პირდაპირ ადმინის პანელში მოხვდება და დამუშავების სტატუსს მიიღებს.

მშობლების კომენტარები