ფასში შედის ერთჯერადი სადილი (1-4 კლასებში)
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
იმერეთი · ქუთაისი · გურამ ფანჯიკიძის ქ. 1
სკოლის შესახებ
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესი” ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ეროვნული და მსოფლიო სტანდარტების განათლებაზე. სკოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო სკოლის და უმაღლესი სკოლის - აკადემიის პროგრამები, სადაც მულტიკულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება იმ უნარების განვითარება, რაც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრების რეალური გამოწვევების დაძლევისთვის. სწავლა ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობს და სკოლის კურსდამთავრებულები იღებენ როგორც სახელმწიფო ატესტატს, ასევე ამერიკული უმაღლესი სკოლის დიპლომს (აკრედიტირებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს "AdvancED"-ის და "უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს" მიერ). სწავლების კურიკულუმი ეფუძნება ეროვნულ და ამერიკულ მოდულებს. სკოლა მოწინავეა STEM საგნებში, პროგრამები დატვირთულია სამეცნიერო და საგანმანათლებო-კულტურული ღონისძიებებით და ფესტივალებით; სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურის, ფილოსოფიის, გარემოს დაცვის, სპორტული და სახელოვნებო კლუბები. სკოლა “პროგრესი” გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით და ჩართულია სოციალურ აქტივობებში რეგიონის მასშტაბით. ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესი” თანამშრომლობს საერთაშორისო საგანმანათლებლო საშუალო და უმაღლეს დაწესებულებებთან, მათ შორის ამერიკის, პოლონეთის და უკრაინის უნივერსიტეტებთან და ყოველწლიურად აწყობს გაცვლით პროგრამებს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის. სკოლის მოსწავლეები ემზადებიან საერთაშორისო გამოცდებისთვის, როგორიცაა: KET, PET, FCE, IELTS, PSAT, SAT, TOEFL, ასევე გერმანულ ენაში გოეთეს გამოცდებისთვის. სკოლის უმთავრესი აქტივი და დასაყრდენია მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც თითოეული მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. სკოლა “პროგრესის” მიზანია განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი თაობის აღზრდა, რომელიც იქნება შეუქცევად პროგრესზე ორიენტირებული და თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში.
- პროფილში მითითებული დასახელება
- ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
- სკოლის ტიპი
- ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო ( 1–12 კლასის ჩათვლით) კერძო სკოლა
- სწავლების ენა
- ინგლისური, ქართული
- კლასები
- 1–12
- მისამართი
- გურამ ფანჯიკიძის ქ. 1
- პროფილის ბოლო განახლება
- 22.10.2021
სწავლის საფასური
ფასი შეიძლება შეცვლილი იყოს; გადაწყვეტილებამდე გადაამოწმე უშუალოდ სკოლასთან.
სხვა კერძო სკოლები ამ მუნიციპალიტეტში
- აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლა იმედილადო ასათიანის ქ. 95 · 726 მოსწავლე
- №1 სკოლაბუხაიძის ქ. N9 · 429 მოსწავლე
- ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმიბუდაპეშტის ქ. 1-ლი შესახვევი, 2 · 2,500 ₾-დან წელიწადში · 260 მოსწავლე
- სასწავლო ცენტრი - მერმისიზვიად გამსახურდიას ქ. 7M5C+GMJ · 98 მოსწავლე
- სკოლა XXI საუკუნეუნივერსიტეტის ქუჩა 7 · 96 მოსწავლე
- ღონე ქვეყნისაროძევიჩის ქ. როძევიჩის N 2 · 10 მოსწავლე
შეინახე სასარგებლო პროფილი ან გაუგზავნე ადამიანს, ვისაც გამოადგება.
შესწორების მოთხოვნა პირდაპირ ადმინის პანელში მოხვდება და დამუშავების სტატუსს მიიღებს.

მშობლების შეფასებები